Ჩამოსვლა.

472 55 8
                                    

Ეჰემ ეჰემ

*Ჩახველება*

Გამარჯობა!

Ნახვამდის!

*-*-*-*-*-*-*

დილით, პირველს ისევ ალფას გეღვიძა. ომეგას მშვიდად ეძინა და ფშვინავდა. ჯონგუკი ნელა წამოდგა ლოგინიდან და ფრთხილად გამოაღო კარადა. კარადაში ძირითადად აქრომატიკული ფერის ტანსაცმელი ჭარბობდა.

 ჯონგუკმა კარადიდანნაცრისფერი ჰუდი გამოიღო და ტუმბოზე დადო, შემდეგ კი ტუმბოს პირველი უჯრა გამოაღო და შავი შეფერილობის ბოქსერები გამოიღო. ქვედა უჯრაში, მისი წინდები ინახებოდა. ალფას არც წინდები დავიწყებია, უჯრა გამოაღო და თეთრი ფერის  წინდები ამოიღო.

 თეთრეული ალფამ ჰუდის თავზე მოათავსა და ლოგინს მიუბრუნდა. ჯერ შავი ზეწარი გაასწორა, შემდეგ ნაცრისფერი ბალიში და ბოლოს თეთრი საბანი დააფარა ამ ყველაფერს. როდესაც დარწმუნდა რომ ყველაფერი კარგად იყო გასწორებული, წინდები და საცვალი ლოგინზე უხესად მიყარა და ჰუდი აიღო, სახელურები და კაპიშოუნი უკან მოუქცია, გვერდები შეუკეცა და შუაზე გადაკეცა შემდეგ კი ლოგინზე ფრთხილად დადო. შემდეგ წინდები გაშალა და წყვილად ჰუდის ბოლოში დადო. ბოლოს კი საცვალი შუაზე გადაკეცა და მეორე კუთხეში დადო.

როდესაც ჯიმინისთვის ყველაფერი გაამზადა, კარადა ისევ გამოაღო და ახლა უკვე შავი ფერის ჰუდი გამოიღო და უხესად გადაიცვა. შემდეგ კარადის მეორე ნაწილი გამოაღო სადაც სარვლები ინახებოდა. 

ამ მხარის დომინანტი ფერი შავი იყო. ჯონგუკმა ერთერთს დაავლო ხელი და სწრაფად გამოიღო, შემდეგ კი ლოგინზე დააგდო. უჯრიდან შავი საცვალი ამოიღო და სწრაფად ამოიცვა შემდეგ კი იმავე ფერის წინდები. ბოლოს სარვალი ჩაიცვა ომეგას დახედა და ფართო ღიმილიც გამოესახა სახეზე, შემდეგ ომეგას მხარეს მივიდა, ტუჩები მსუბუქად შეახო მის ტუჩებს შემდეგ კი, მარწყვის და პიტნის მსგავსი გემო იგრძნო. 

✓| Blue Sky |✓Where stories live. Discover now