ოჯახი

502 75 81
                                    

დაკარგულის აღზევება. ნება მიბოძეთ ახალი თავი წარგიდგინოთ. აბა ჰე. გისურვებთ მშვიდობიან კითხვას.

.ს რედაქტირება დამეზარა სოუ



ომეგა სრულიად უცხო გარემოში გაიღვიძა. საერთოდ არ გავდა ეს ოთახი მის ოთახს.

თეჰიონი მალევე მოეგო გონს და მიხვდა რომ ვიღაცას მჭიდროდ ჰყავდა ჩახუტებული.

ომეგა, ამ ხელების პატრონისაკენ, ფრთხილად გადაბრუნდა და ხელში, მოცინარი ჰოსოკი შერჩა.

ორივეს თვალები შეხვდა ერთმანეთს და ასე უყურებდნენ ერთმანეთს, გაუნძრევლად.

სანამ თავებმა თავისით არ დაიწყეს მოძრაობა ურთიერთშემხვედრი მიმართულებით.

ეს ყველაფერი, უნებურად მოხდა. ომეგას ტუჩები, უნებურად შეეხო ალფას რბილ, ფაფუკ ბაგეებს.

კოცნა არ ყოფილა ვნებიანი. არც უხეში და არც ფრანგული. ეს უბრალოდ მსუბუქი და სასიამოვნო შეგრძნება იყო.

არცერთი არ ჩქარობდა რაიმეს დაჩქარებას. ორივე მშვიდად ამოძრავებდა ტუჩებს მეწყვილის ბაგეებზე.

კოცნა უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა რომ არა ჰაერის საჭიროება.

მალევე გაეცალნენ ერთმანეთს და ღრმად სუნთქვა დაიწყეს.

ალფას თვალები, ომეგას დარცხვენილ და გაწითლებული ომეგაზე იყო. ომეგას კი გადასაფარებელი ჰქონდა ჩაბღუჯული და ყველანაირად ცდილობდა თავისი სახის დამალვას.

უხერხული მაგრამ ღიმილის მომგვრელი სიჩუმე, ჰოსოკმა თავისი კითხვით დაარღვია.

-როდიდან? - ჰკითხა ომეგას ღიმილით და თავი მაღლა ააწევინა.

-უკაცრავად? - დაიბნა თეჰიონი და დაბნეული თვალებით მიაჩერდა ალფას.

-როდის გაიგე, რომ შენი ალფა ვიყავი? -იკითხა ალფამ განმავლობაში ხმით და ომეგას თავი თითით ააწევინა შემდეგ კი სახეზ მიაჩერდა.

✓| Blue Sky |✓Where stories live. Discover now