ინციდენტი

515 78 49
                                    

ამდენი მიყოლებით, არასოდეს არ დამიწერია. იმედია გაგიხარდათ და ამ რაღაცას წაიკითხავთ. აბა კარგად

ჯიმინი ყველას ღიმილით ემსახურებოდა. მართალია, ასეთი ადგილები დიდად არ იზიდავდა მაგრამ, მოსწონდა აქური სიტუაცია. ყველაფერი წყნარად იყო, არაფერი ზედმეტი. კითხვა, პასუხი, შეკვეთის მოტანა და იგივე. ყველაფერს ხალისით აკეთებდა პატარა ომეგა. უეცრად ნაცნობი არომატი იგრძნო და თავბრუ დაეხვა. ომეგა ისე იყო გაბრუებული სურნელებით რომ ვერც კი მიხვდა თუ როგორ ამოჰყო თავი, იმ ადამიანთან რომელიც ამ სურნელის პატრონი იყო. ომეგას თვალი გაუშტერდა როდესაც ყმაწვილს შეხედა. შავი თმა, შავი მომდგარი ჯემპრი, შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელი და შავი დიდი თვალები. ომეგას თავბრუ უფრო დაეხვა და წაბორძიკდა, შემდეგ კი ლუღლუღით და დაბმულიენით დაიწყო საუბარი.

-რას.... რას მი..მიირთმევთ სერ? - იკითხა და ალფას მიაჩერდა

- Legacy by Angostura მინდა. - თქვა ალფამ, ფეხი ფეხზე გადაიდო და თავი ისე გადაწია უკან, რომ მისი სახის დანახვა არ შეეძლო. შეკვეთამ ომეგა ძალიან დააბნია. ეს ხომ ერთ-ერთი ძვირადღირებული სასმელი იყო მსოფლიოში.

-მაგრამ ეს ხომ ძალიან ძვირი ღირს, სერ? - იკითხა ომეგამ, რათა დაეზუსტებინა ზუსტად გაიგონა თუ არა შკვეთა, მაგრამ ამდროს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.

-არ მაინტერესებს რა ღირს.რომ არ ვიცოდე, შენი აზრით გეტყოდი მომოტანეთქო?! ბოლო ბოლო, კლუბი ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ. - თქვა ალფამ აგრესიულად და და ხელი მაგიდაზე დაარტყა.

-მა.. მაპატიეთ, სერ. არ ვიცოდი. - თქვა სეშინებულმა ჯიმინიმა, რომელიც ცრემლებს იკავებდა

-წადი და რაც გითხარი მოიტანე, შემდეგ კი შენს საქმეს მიხედე. - თქვა მობეზრებით და ხელით ანიშნა რომ წასულიყო.

-დდდ.. დიახ სერ. - ამოისლუკუნა ომეგამ და უკან გატრიალდა.

ომეგა აცრემლიანებული თავლებით წავიდა ბარისკენ. ბარმენს თვალები გაუფართოვდა როდესაც გაიგონა შეკვეთა და უარესად გაოცდა როდესაც გაიგო ვისთვის იყო და რა გააკეთა ჯიმინმა.

✓| Blue Sky |✓Where stories live. Discover now