გადაწყვეტილება

575 76 74
                                    

გამარჯობა

ნახვამდის 

-თეჰიონ, რაღაც ეს იდეა არ მომწონს, არ შეიძლება დღესაც ისე ჩავიცვა, როგორც გუშინ? - ჰკითხა ომეგამ მეგობარს, როგორც კი სარკეში თავისი გამოსახულება დალანდა.

-კარგი რა, შენც ხომ გინდოდა არა, სტილის შეცვლა. ახლა რისი გეშინია?- უპასუხა ომეგამ ცოტაოდენ, ნაწყენი ხმით და მეგობარს მიუახლოვდა, უკნიდან ჩაეხუტა და თავი მარჯვენა მხარზე დაადო.

-ხომ იცი რომ ყურადღება არ მიყვარს, არა?!- დაიწუწუნა ომეგამ და ხელი მის ბარძაყებზე მომდგარ, ტყავის შავ შარვალს ჩაავლო.

-ოდესმე ხომ უნდა მიეჩვიო არა?! - თქვა ცოტაოდენი გაბრაზებით და მეგობრისგან გაიწია. ვიწრო მხრებში ხელი ჩაავლო, მისკენ შემოაბრუნა და სახე გაუსწორა, - ბოლოს და ბოლოს მოცეკვავე ხარ!

- ხო მაგრამ, მაინც! - თქვა მოწყენილი ხმით, რადგან წარსულის მოგონებები გაახსენდა (ინტრიგა! და და დაააა).

თეჰიონმა გაიკვირვა მეგობრის ტონი და მიხვდა რომ, მტკივნეული წარსული გაახსენა მეგობარს,ამის გამო კი საკუთარ თავს, გონებაში წყევლა დაუწყო. ჯიმინს თავი დახრილი ჰქონდა. ამიტომ თეჰიონს არ შეძლო,მისი ცრემლიანი თვალების დანახვა. ომეგა ყველანაირად ცდილობდა ცრემლების შეკავებას, მაგრამ არ გამოუვიდა. პირველს, მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე გაგრძელდა სადღაც 2 წუთს. თეჰიონს მეგობარი გულში ჰყავდა ჩაკრული, ხოლო ჯიმინი თეჰიონის თხელ, მოტკეცილ, შავი ფერის მაისურს იყო ჩაბღაუჭებული და ასველებდა, მისი ცრემლებით. თეჰიონი ცდილობდა მეგობარი ენუგეშებინა, ამიტომ ერთი ხელი ძლიერად მოჰხვია ზურგზე და მეორე ხელით თმებზე თამაში დაუწყო.

-დამშვიდდი! ხომ იცი რომ ეს, აღარასოდეს არ განმეორდება, არა? - უთხრა ომეგამ მეგობარს და თმებში ხელს უსრიალებდა და ეფერებოდა.

-მაგრამ, მეშინია! - ამოისრუტუნა ომეგამ და უფრო მიეკრო მეგობარს.

✓| Blue Sky |✓Where stories live. Discover now