თავი 12

134 4 3
                                    

ხვალ სემესტრული გამოცდების ბოლო დღე ჰქონდა და ცოტას მაინც ნერვიულობდა. ხვდებოდა ,რომ სწავლას იმდენად გულს ვეღარ ატანდა. მის ცხოვრებაში გამოჩენილი არეულობა ამის საშუალებას არ აძლევდა და აიძულებდა ,მუდამ ბოლოს აღმოჩენილ ფაქტებზე ეფიქრა.
დაძაბულობა დღითი დღე მატულობდა და სიმართლის გარკვევის სურვილი იპყრობდა ელისაბედს.
  საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა და წინ კონსპექტები ელაგა, ყველანაირად ცდილობდა ყურადღება მოეკრიბა სა გადასამეორებელ მასალაზე კონცენტრირებულიყო, ბოლოს მიხვდა რომ ამდენი ფიქრით ტვინი აუდუღდებოდა, ამიტომ ფურცლები გვერდით გასწია და თვითონ საწოლზე ოხვრით გადაწვა. ჭერს მიაშტერდა და წამით გაიფიქრა თუ ერთი წლის წინ ამ დღეს რას აკეთებდა..იანვრის თვე იწურებოდა, გარეთ ძალიან ციოდა, გაახსენდა, რომ შარშან ამ დღეს მშობლებთან ერთად თბილ სახლში , დიდ დივანზე იყო მოკალათებული და კომედიურ ფილმს უყურებდა, თან ბატიბუტს მიირთმევდა. გაეღიმა წარსულის გახსენებაზე, იმ დროს ისეთი ლაღი და ბედნიერი იყო..

საწოლიდან წამოდა ,ფანჯარას მიუახლოვდა რაფაზე ჩამოჯდა , თან სუსხიაბ ამინდს ადევნდებდა თვალს სახლიდან. კარების უეცარმა გაღებამ შეაცბუნა.

- მეგონა წიგნებში თავჩარგული დამხვდებოდი- გაიღიმა მარიმ და თავისი ჩანთა ელისაბედის საწოლთან დააგდო.- აბა რაზე ჩაფიქრებულხართ ქალბატონო?

- არაფერზე.- მხრები აიჩეჩა- აქ საიდან გაჩნდი.

- ყოჩაღ რა.. მეგობარსაც ასე უნდა დახვდე- თავი ვითომდა წყენით და სინანულით გააქნია.  ელის ჩაეღიმა და ფანჯარას მიეურდნო- გოგო მოშორდი მაგ ფანჯარას, გულს ნუ მიხეთქავ.

- დავაკვირდი რომ ამ ბოლო დროს ყველაფერზე ფორიაქობ.

- შენი ბრალია. ყოველთვის ისეთ რამეს აკეთებ რის გამოც ნერვიულობა მიწევს- წარბი ასწია.

- მაინც რა გავაკეთე ეგეთი?

- სულ მოულოდნელად ქრები ხოლმე, ისე რომ არ მაფრთხილებ, მე კი მხოლოდ ცუდს ვფიქრობ, მაგალითად ვინმემ ხომ არ მოგიტაცა- თვალებგაფართოებული მთელი ემოციებით ყვებოდა-თან ბოლოდროინდელი ამბის შემდეგ ეგ არც გამიკვირდება, რადგან..- ბოლოს გააანალიზა რისი თქმაც მოუწევდა და გაჩუნმდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 29, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

გამარჯვებულის გვირგვინიWhere stories live. Discover now