თავი 10

70 5 3
                                    

ელოსაბედს არ უნდოდა დაეჯერებინა ანდრეას ეჭვებისთვის, მისი გონებასთან ახლოს მიტანაც კი არ სურდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა.
გონებას რეალურად ეჩვენებოდა ეს აზრი, მაგრამ გული როგორც ყოველთვის მის წინააღმდეგ მიდიოდა და ამ ყველაფერს უარყოფდა. 
გოგონამ იცოდა, რომ ამაზე დათოს ვერ დაელაპარაკებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ისევ ანდრეასთან ესაუბრა. უკვე ერთი დღე იყო მათი ბოლო საუბრისგან გასული.
ტელეფონი ხელში აიღო და კონტაქტებში ადნრეას სახელი მოძებნა. რამდენიმე წუთის შემდეგ მისი ბოხი და ხავერდოვანი ხმა გაისმა.

- დიახ?- როგორც ჩანს ვერ ხვდებოდა ვინ ურეკავდა. ალბად ტელეფონზე არც დაუხედავს, ან ელის ნომერი არც კი იცოდა

-ელისაბედი ვარ. - ჩუმად თქვა და თავისი ოთახის ფანჯრიდან ყურება გააგრძელა.

- ამ.. ელისაბედ.. როგორ ხარ?

- კარგად შენ?- გაეღიმა მის დაბნეულ ხმაზე.

- ნორმალურად. რამე მოხდა? რატომ რეკავ?

- შეიძლება შევხვდეთ? რაღაც მნიშვნელოვან თემაზე მინდა შენთან საუბარი. - ცალი ხელის თითებით კაბის ბოლოს აწვალებდა.

- კი, რა თქმა უნდა, შემიძლია. სად?

-სიმართლე გითხრა არ ვიცი..- ამოიბურტყუნა- ადგილზე არ დავფიქრებულვარ.

- გინდა შენთან მოვიდე?

- მოხვალ?

- კი.

- გელოდები. მადლობა- გაიღიმა.

- არაფრის- ანდრეას გაეღიმა და ტელელფონი გათიშა.

ელისაბედი მაშინვე წამოდგა საწოლიდან და სარკეში საკუთარ ანარეკლს კარგად დააკვირდა. არც ტანსაცმელი მოეწონა და არც ეს არეულად აწეული თმა.
კარადასთან მივიდა და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა, შუა საქმის დროს გაჩერდა და კარგად დაფიქრდა.
  რატომ უნდა ვემზადებოდე ასე გულმოდგინედ? ის ხომ უბრალოდ ჩემი კარგი მეგობარია? ნუთუ...
ბოლო წინადადება არც დაუმთვარებია, მაშინვე ყველაფერს მოშორდა და გადაწყვიტა რომ საკუთარ თავში არაფერს შეცვლიდა. იგივე ტანსაცმლითა და ვარცხნილობით ჩავიდა ქვემოთ. სახლში არავინ იყო.
ლელა სამსახურის შოვნით იყო დაკავებული და დათოც მას ეხმარებოდა, რადგან საქმე დღეს ბევრი არ ჰქონდა.
დათო..
ისევ იმ წუხილმა დაისადგურა ელისაბედის გონებასა და გულში.  ამას ვერაფერს უხერხებდა. მისი რაღაც ნაწილი თავს დამნაშავედ გრძნობდა ამ ფიქრების გამო, ნაწილი კი პირიქით.
 
როდესაც ადრეა მოვიდა, მან მაშინვე სახლში შემოიპატიჟა ის და დივანზე დაჯდომა შესთავაზა, ისიც მის ნებას დაჰყვა.

- რაზე გინდოდა საუბარი?

გამარჯვებულის გვირგვინიWhere stories live. Discover now