თავი 9

65 4 7
                                    

ელისაბედმა პირობა დადო რომ მშობლების  მკვლელეს იპოვიდა და სათანადოთ დასჯიდა, მთელი ამ დროის მანძილზე ცდილობდა რაღაც ჩასაჭიდი ეპოვა და მისი ცხოვრების დამანგრეველთან მისასვლელი გზა ეპოვა.
მაგრამ ვერაფერს აგნებდა. იმასაც კი ვერ ხვდებოდა რა მოტივი უნდა ჰქონოდა იმ უცნობს, თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა მის მშობლებს რაღაც საიდუმლო ჰქონდათ და სწორედ რომ ამას შეეწირნენ. თუ ელისაბედ მათ საიდუმლოს გაიგებდა, მაშინ შეძლებდა ეპოვა მკვლელი. მხოლოდ მაშინ მოისვენებდა.
ახლა მამამისის სამუშაო კაბინეტში იყო და იქაურობას ამოწმებდა, ეძებდა რამე საბუთს ან სხვა ნივთს რომელიც ცხოვრების დამალული ნაწილისკენ მიიყვანდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო.

-იქნებ მორჩე ამ კაბინეტში ყოფნას და უნივერსიტეტისკენაც გაიხედო?- შიგნით ლელა შემოვიდა თავისი საფირმო ორცხობილებით- მიდი ეს ჭამე თორემ ალბად მალე ჩამოდნები- მაგიდაზე დადო და ელისაბედს ლანგრისკენ უბიძგა- მეტჯერ აღარ გავიმეორებ!

გოგონა ქალის ნებას მორჩილად დაჰყვა და ორცხობილის ჭამას შეუდგა.

- სიმართლე უნდა გავიგო- თქვა ელიმ.

- მესმის , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიო, საკუთარ თავსა და მომავალზე არ იფიქრო. ასე არ უნდა გააკეთო. - გოგონას გვერდით მიუჯდა- გააგრძელე ძიება , მაგრამ შენს თავზეც არ თქვა უარი. ამით ყველას გვამერვიულებ- ლოყაზე აკოცა ელისაბედს და წამოდგა, შემდეგ კი კაბინეტი დატოვა.

- აქ მაინც ვერაფერს ვიპოვი- ოთახს თვალი მოავლო , შემდეგ კი ლელას მიჰყვა, მანაც დატოვა ეს ადგილი.

- როგორც იქნა გარეთ გამოდი- დათო მისაღებში სავარძელზე იჯდა და წინ მაგიდაზე ნახევრად დაცლილი ყავის ჭიქა ედგა.

- ჰო.. -ამოიბურტყუნა ელიმ და ისიც კაცს მიუჯდა გვერდით.

- ელისაბედ- დაიწყო დათომ - ვიცი რომ გიჭირს...

გამარჯვებულის გვირგვინიWhere stories live. Discover now