თავი 3

155 11 7
                                    




როდესაც ელისაბედმა გაიგონა რომ ლელა, ადამიანი რომელიც , სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, რომელიც გასაჭირში მის გვერდით იყო და ტირილის დროს თვალებიდან ცრემლებს წმენდდა გარდაიცვალა, მაშინ თავი ყველაზე დაუცველ არსებად იგრძნო დედამიწაზე.
სიტყვა "დედა" საოცარ გრძნობებს აღძრავს თითოეული ჩვენგანის გულში.
როდესაც ელისაბედი ამ სიტყვას წარმოთქვამდა, თავს ბედნიერად და დაცულად გრძნობდა, ახლა კი ვერავის დაუძახებდა ამ სიტყვას, ეს ხომ შეუძლებელი იყო.

აკანკალებული მიუახლოვდა მანქანას, როდესაც დათომ ის ასეთ დღეში დაინახა , მასთან სასწრაფოდ მივიდა.

-ელისაბედ.- უთხრა შეშფოთებულმა, მასთან მივიდა და გოგონას ხელი ჩასჭირა , რადგან შეიძლებოდა ნებისმიერ დროს ძირს დაცემულიყო- რა დაგემართათ?- კიდევ ჰკითხა მაგრამ ელისაბედნმა, ისევ არაფერი უპასუხა. უბრალოდ კანკალებდა და სიტყვებს ვერ ამბობდა.- ქალბატონო გთხოვთ ნუ მაშინებთ- შესძახა დათომ, უკვე მართლაც შეეშინდა. არ უნდოდა ელისაბედს რამე დამართნოდა. ხელი უფრო კარგად მოხვია წელზე და მანქანამდე დიდი წვალებით წაიყვანა.
კარები გააღო და გოგონა ფრთხილად დასვა უკანა სავარძელზე.

- აქ დამელოდეთ- თქვა და სასწრაფოდ მაღაზიაში შევარდა.
მაცივრიდან ერთი ბოთლი წყალი გამოიღო ,იყიდა და მაშინვე ელისაბედნთან დაბრუნდა. ბოთლს თავსახური მოხსნა და გოგონას პირთან მიუტანა.- დალიეთ გთხოვთ..- უკვე თვითონაც კანკალს აეტანა, საშინლად აშინებდა გოგონას ამდაგვარი მდგომარეობა.
ელისაბედმა პირი ნელა გააღო და წყალი დალია,დათი მის გვერდით იყო და ეხმარებოდა.

- რა მოხდა?- ჰკითხა მას შემდეგ დათომ რაც, გოგონამ წყალი დალია და ღრმად ამოისუნთქა- რატომ ტიროდით?

- მე...- ამოიხავლა- ისინი.. დედა..- ვეღარ გააგრძელა , მაშინვე ტირილი აუვარდა.

- დაწყნარდით.. ელისაბედ..- დათომ გოგონას ხელი მხარზე დაადო- რა მოხდა?- თავს მაინც არ ანებებდა.

გამარჯვებულის გვირგვინიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin