თავი 6

109 8 2
                                    

უნივერსიტეტიდან ფეხი გამოდგა თუ არა სწრაფი ნაბიჯებით დათოს მანქანისკენ დაიძრა.

-ელისაბედ მოიცადე!- გაიგონა მარიამის ხმა და მაშინვე შეანელა ნაბიჯი, საბოლოოდ კი გაჩერდა. - ასე სწრაფად როგორ დადიხარ არ მესმის- გვერდით ამოუდგა მეგობარი.

-რავიცი.- ელიმ მხრები აიჩეჩა- რამე გინდოდა?

-სად მიგეჩქარება?

-სახლში.

-სადმე გავლა არ გინდა?

-არ ვიცი.

-წამოდი- ხელკავი გამოსდო და უბიძგა რომ ნაბიჯი გადაედგა.

-დათო მელოდება- თავით შავი მანქანისკენ ანიშნა.

-ჰოდა მიდი და უთხარი რომ დალოდება საჭირო არ არის.

-მარიამ..- ამოიბურტყუნა უკმაყოფილომ.

-არ მაინტერესებს- თითი გააქნია- მიდი და უთხარი.

-აჰჰ..- ამოიდუდუნა- კარგი- მობეზრებული სახით მივიდა და დათოს მხარეს დადგა, მინაზე დაუკაკუნა.

-უკვე დაამთავრე?- ფანჯარა მაშინვე ძირს დაეშვა.

-კი.

-მაშინ წავიდეთ.

-ამ.. არა. სწორედ მაგაზე სასაუბროდ მოვედი. - დათო ყურადღებით უსმენდა მას- ჩემს მეგობარს სურს რომ ცოტა გავიაროთ. სახლში მოგვიანებით ჩემით მოვალ.

-დარწმუნებული ხარ?- დაეჭვებით იკითხა მან.

-კი.

-კარგი. შენი ნებაა- დათომ ღვედი გაიკეთა- მაშიმ დროებით პატარა ქალბატონო- ღიმილით უთხრა- ფრთხილად იყავი.

-კარგი- ელისაბედმა თავი დაუქნია და მანქანას მოშორდა.
მალევე დათო უკვე აღარ ჩანდა.

-მოდი ჯერ უბრალოდ გავისეირნოთ, შემდეგ კი სადმე დავჯდეთ კარგი?- უკან მარი ამოუდგა.

-კარგი.

-მაგრამ ჯერ- გააჩერა ხელით ელისაბედი- ეს მომტირალი სახე უნდა მოიშორო!

გამარჯვებულის გვირგვინიWhere stories live. Discover now