თავი 4

126 11 1
                                    



ელისაბედი დედის საფლავის წინ იდგა თავსაბურიანი და მწარედ ტიროდა.
ხალხი მის გარშემო ირეოდა. ისინი ეხვეოდნენ, უსამძიმრებდნენ ამ ტრაგიკულ ამბავს, ზოგიც კი საუბარს იწყებდა იმაზე თუ რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში იმ საშინელ დღეს. არ ითვალისწინებდნენ იმას , რომ ახლა ელისაბედი დედას დასტიროდა, როდესაც ცოტა გონს მოვიდოდა, ამის შემდეგ დაიწყება იმ დღეზე ფიქრს, როდესაც დედამისი მოკლედ და მამამისი კომაში ჩააგდეს.

დასაფლავებაზე ისეთი ადამიანებიც მოდიოდნენ, რომლებიც ელისაბედის მამას, ლანძღავდნენ. ამ საწყალ კაცს აბრალებდნენ ყველაფერს.
როგორც ვთქვით, ელისაბედის მამა გავლენიანი ადამიანი იყო, ამიტომ მისი ცოლის მკვლელობამ და კაცის კომაში ჩაგდებამ დიდი აურზაური გამოიწვია, უამრავი ვარიანტი იბადებოდა ადამიანების გონებაში, ამ ყველა ვარიანტა კი ფარდას ხდიდნენ და საჯაროდ გამოჰქონდათ.

ელისაბედი გამომძიებელს იმ დღის შემდეგ არ დაუბარებია, შესაძლოა მასთან საუბარი ამ ჯერად არ სჭირდებოდა ან გოგონას მდგომარეობაში შედიოდა და ცდილობდა შესაგურბლად დრო მიეცა.
უბრალოდ წარმოიდგინეთ ,რამდენად რთულია როდესაც უეცრად დედას გიკლავენ , ამ მკვლელობას მის მეუღელს აბრალებენ, რომელიც ახლა კომაშია. ელისაბედი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ამიტომ ამდენის ერთად გადატანა მისთვის ზედმეტად რთული გამოდგა.

გოგონამ ცრემლები მოიწმინდა მაგრამ, მათ მაგივრად ისევ ახალი ნაკადი გადმოსცვივდა თვალებიდან. საფლავთან ჩამოჯდა და მარმარილოს ქვას ხელი გადაუსვა..

- დედი..- ამოიქვითინა- ნეტავ იცოდე როგორ მაკლიხარ.. მენატრები დედი.. შენი ჩახუტება მენატრება დე..შენი სითბო, ღიმილი- ხელები ქვას მოხვია და ჩაეხუტა- ყველაფერს გავარკვევ.. მიყვარხარ- აკოცა და ფეხზე დიდი გაჭირვებით წამოდგა.
უკვე ამდენი ხანია საჭმელიც არ ჰქონდა წესიერად ნაჭამი, მადა არ გააჩნდა და პირში ლუკმასაც კი ვერ იდებდა, მართალია, ამაზე ეჩხუბებოდნენ, მის გვერდით მყოფი ახლობლები მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა.

გამარჯვებულის გვირგვინიWhere stories live. Discover now