თავი 2

202 14 5
                                    



ელისაბედმა თვალების გახელისთანავე გაიღიმა, რადგან უნივერსიტეტში მიდიოდა.
ზოგიერთი მის ადგილზე ზოზინით ადგებოდა საწოლიდან , მაგრამ ელისაბედი , მაშინვე ფეხზე წამოდგა და ღიღინით დაიწყო მომზადება.

არ აპირებდა , რამე განსაკუთრებული ჩაეცვა, ეს ხომ უნივერსიტეტი იყო და არა გასართობი კლუბი?
იქ უნდა ესწავლა და პროფესიონალი ნეიროქირურგი უნდა გამხდარიყო.
აბაზანის მიღების შემდეგ კარადა გამოაღო,იქედან კი შავი ჯინსის მაღალწელიანი შარვალი და თეთრი ტოპი გამოიღო , შემდე კი მალევე მოირგო ტანზე.
ქერა კულულა თმა გაიშალა, სახეზე მცირე მაკიაში გაიკეთა და ოთახიდან ისევ ღიღინით ჩავიდა.

- დილამშვიდობის- მშობლებს მიესალმა და მაგიდიდან ბანანი აიღო.

- დილამშვიდობის ჩემო ლამაზო- მამამ ლოყაზე აკოცა.- გიხარია რომ უნივერსიტეტში მიდიხარ?- გამომცდელად ჰკითხა ავთომ.

- ჩემი გოგონა ჭკვიანია ავთო, და რათქმა უნდა გაუხარდება- თქვა მაგიდასთან მოსულმა ლელამ. ჯერ ქმარს აკოცა ,შემდეგ კი ელისაბედს დაუტოვა ლოყაზე ნაზი ამბორი.

ელისაბედს, ყოველთვის აოცებდა მშობლების ასეთი დიდი სიყვარული. წლების მიუხედავად მათ შორის ეს საოცარი გრძნობა არ ნელდებოდა, პირიქით უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა.
გულის სიღრმეში სურდა , რომ მასაც წვეოდა ასეთი სიყვარული და ბედნიერი ყოფილიყო.

- რაზე ჩაფიქრდი ელისაბედ?- ჰკითხა დედამ.

- არაფერზე დე..- გაუღიმა გოგონამ.
როდესაც ბანანის ჭამა დაასრულა, ჩანთან ხელი დაავლო.

- უკვე მიდიხარ?- ჰკითხა ავთომ. გოგონამ პასუხად თავი დაუქნია.

- საუზმე?

- დე უკვე ვისაუზმე..

- ელისაბედ!- წარბები შეჭმუხნა ლელამ.

- კარგი ლელა- ქმარმა ხელი ხელზე დაადო.- ჩვენი მძლოღი წაგიყვანს.

გამარჯვებულის გვირგვინიWhere stories live. Discover now