თავი 7

96 6 5
                                    

თავის პატარა ოთახში იყო და მზერა ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული. ხელი სიგარეტის კოლოფს დაავლო და ერთი ღერი ამოიღო, ტუჩებს შორის მოიქცია და სანთებელის ცეცხლი მოუკიდა.
თავი უკან გადასწია და პირიდან ბოლი გამოუშვა. მისი გეგმის შესრულებას მოთმინება სჭირდებოდა, რაც ამ ადამიანს საკმარისად გააჩნდა. კმაყოფილმა გაიღიმა, რასაც ცოტა სიგიჟის ნატამალიც  ჰქონდა. უკვე ჩამწვარი სიგარეტის ღერი სანაგვეში ჩააგდო და ფეხზე წამოდგა. თამაში ახლა იწყებოდა.

****
ქურთუკი სწრაფად მოიცვა და პატარა ჩანთაც აიღო ხელში.

- მე წაგიყვან- დათო მიუახლოვდა და გაუღიმა.

- არა. მადლობა. მირჩევნია ჩემით წავიდე.

-კარგად იქნები?

- კი. მამას ვნახავ და მალე დავბრუნდები. თან დღეს დასვენების დღე მაქვს.

- აჰ კარგი. მაინც ჯიუტი ხარ. - ამოიოხრა დათომ.

- როგორც ყოველთვის- მხარზე ხელი დაადო კაცს, შემდეგ კი სახლი დატოვა.
  იქვე ახლოს, ტაქსი გააჩერა და მანქანაში ჩაჯდა, საავადმყოფოს მისამართი უთხრა შემდეგ კი მშვიდად დაიწყო ლოდინი.

***
უნდოდა მამასთან ახლოს მისულიყო, მაგრამ ამის უფლებას ექიმები არ აძლევდენენ, პირიქით მათ იმის იმედიც არ ჰქონდათ რომ ეს კაცი გადარჩენას შეძლებდა. ყველანაირად ცდილობდნენ რომ თითოეული დღე როგორმე დაგაეგორებინათ.
ელისაბედი კი ყველანაირად ცდილობდა, მამასთან დრო გაეტარებინა, ლოცულობდა და მამას გადარჩენას ნატრობდა.
იქვე დერეფანში, სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ვერასდროს იფიქრებდა რომ ოდესმე ასეთ დღეში ჩავარდებოდა, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.   კიდევ ცოტახნით იჯდებოდა ასე, მაგრამ ბიჭის ხმამ აიძულა თავი მაღლა აეწია.
მის წინ ანდრეა იდგა, შავი ბზინვარე თმებით და იმავე ფერის თვალებით. 

-გამარჯობა- თქვა მან ღიმილით და გვერდით მიუჯდა ელისაბედს. 

გამარჯვებულის გვირგვინიحيث تعيش القصص. اكتشف الآن