თავი 1

507 18 7
                                    



შემოდგომის პირველი დღეა,ყველაფერი ყვითელსა და წითელ ფერებშია გახვეული... ბუნება ნელნელა გამოძინებისთვის მზადებას იწყებს...
საშინელი წვიმა და ჭექა-ქუხილი უკვე ოთხი დღეა არ წყდება,თითქოს რაღაც საზარელის დასაწყისს მოასწავებდეს.
ანდრია სახლიდან ერთი პატარა ზურგჩანთით გამოდის და კარს საგულდაგულოდ კეტავს.თითქოს უკან დაბრუნებას აღარასოდეს აპირებდეს.სახლის წინ გაჩერებული ტაქსისკენ სვლას იწყებს,როცა უკვე კარის გასაღებად იხრება წამით სახლისკენ ბრუნდება და თვალს ავლებს იმ შენობას,რომელშიც მთელი თავისი ბავშვობისა და სიყმაწვილის წლები გაატარა. ამ სახლთან და მის ირგვლივ უზარმაზარ ეზოსთან თავზე საყრელი მოგონებები აკავშირებდა,თუმცა როდი იყო ყველა მათგანი თბილი და სიყვარულით აღსავსე. ამ ადგილს უკანასკნელად ზიზღით ავლებს თვალს, მანქანაში ჯდება და მძღოლს მატარებლის სადგურზე წაყვანას თხოვს.
მგზავრობის პროცესში სამომავლო გეგმებზე ფიქრმა ისე გაიტაცა,რომ ვერც კი გაიგო როგორ ეძახდა მძღოლი.
-ყმაწვილო! მოვედით უკვე. იქნებ ფული გადამიხადო და გადახვიდე ტაქსიდან?-ანდრია გონზე მოდის და ნაჩქარევად იხდის ფულს,შემდეგ კი მანქანიდან გადმოდის და სადგურზე მისთვის ბილეთს ყიდულობს თბილისის მიმართულებით. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ მატარებელი სადგურზე ჩერდება და ჩასხდომა ცხადდება. იქვე მოსაცდელ დარბაზში სკამზე მჯდომი ანდრია თავის ერთადერთ ჩანთას ხელს ავლებს და მატარებელში ადგილს იკავებს. ფანჯარას ეყრდნობა და ირგვლივ იყურება. რა იქნება თბილისში ჩასვლის შემდეგ? ეს კითხვა არა და არ ასვენებდა...  მის თვალებში ჩამდგარი სევდა და სიბრაზე მთელს მის არსებას მოეცვა. ახლა კი ბათუმიდან თბილისში გამგზავრებით მისი ცხოვრება ახალი,სუფთა ფურცლიდან დაიწყება...
მატარებლის დაძვრის შემდეგ ერთადერთი რასაც აკეთებდა,ეს იყო სხვებზე დაკვირვება და მათი შინაგანი სამყაროს შესწავლა. ანდრიას ეს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა.ადამიანზე ხშირი და ინტენსიური დაკვირვების შედეგად მას თითქმის ბოლომდე,ძირფესვიანად ჰქონდა ამოცნობილი მისი შინაგანი სამყარო...
თბილისში შესანიშნავი შანსი მიეცა უმაღლესი განათლების მიღების. 100%-იანი გრანტით ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოეწყო სადაც ფსიქოლოგიის ფაკუკტეტზე ისწავლის. ეს ბავშვობიდან მისი ოცნება იყო და აიხდინა კიდევაც ხშირი მუშაობითა და სწავლით.
თუმცა სწავლასთან ერთად მისი უმთავრესი მიზანი იმ სახლიდან,იმ დაწყევლილი სახლიდან ძალიან შორს ყოფნა იყო...
მატარებელში ბავშვების ჟრიამული და ბედნიერებით აღსავსე ხმები ისმოდა. ყველას ახლდა ვიღაც,ანდრიას გარდა. თუმცა ეს მისთვის ახალი არ იყო... თითქმის მთელი 18 წელი მარტოობაში გაატარა,თუ არ ჩავთვლით სახლში მყოფ გამუდმებით ნასვამ მამას... მისი ატანა დღითი დღე უფრო შეუძლებელი და ამაზრზენი ხდებოდა...
ფიქრებში წასულს მალევე ჩაეძინა და მხოლოდ მაშინ გაეღვიძა,როცა მატარებელი საბოლოოდ გაჩერდა თბილისის სადგურში. ანდრია აქამდეც ბევრჯერ ყოფილა თბილისში,თუმცა ეს მცირეხნიანი ვიზიტებით შემოიფარგლებოდა. ამის მიუხედავად მაინც კარგად იცნობდა თბილისის ქუჩებს... მატარებლიდან ჩამოვიდა და მეტროსკენ წავიდა. მეტროთი მგზავრობა მისთვის ძალიან კიმფორტული და თანაც სწრაფი იყო. მეტროს შენობაში შეაბიჯა და მონაბერმა ხშირმა ჰაერმა თმები სულ აუბურდა. წაბლისფერი კულულა თმები ერთმანეთში აიხლართა,თუმცა ხელის ერთი მოსმით გასწორება მოახერხა. მგზავრობის ფული გადაიხადა და ესკალატორს ჩაუყვა. საინფორმაციო დაფაზე გაარკვია,თუ რომელ მხარეს უნდა დალოდებოდა მისთვის სასურველი მიმართულებით მიმავალ ტრანსპორტს. მატარებელი მთელი სისწრაფით შემოვიდა მეტროში და გაჩერდა.მალევე გაიღო კარები ანდრიას წინ,ის იყო შიგნით უნდა შესულიყო,რომ იქიდან გამომავალი ნაცნობი სახე დაინახა... დაიფეცებდა,რომ ნამდვილად ის იყო... მის წინ იდგა...
____________
ამ მოთხრობის იდეა თავიდან მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა და წერაც დავიწყეთ.
პირველი თავი მისი დაწერილია დანარჩენი კი ჩემი.
რაღაც პერიოდის შემდეგ წერა შევწყვიტეთ ორივემ. მე გაგრძელება მოვინდომე მან კი არა. ამიტომ ეს მოთხრობა ჩემს გვერდზე გადმოვიტანე.
ამ მოთხრობას გავაგრძელებ, წინ დიდი ამბები გელით❤️❤️

ly everyone❤️❤️

გამარჯვებულის გვირგვინიWhere stories live. Discover now