თავი 11

121 7 6
                                    

ფოტო იქვე დადო, ყუთიდან კი მეორე სურათი ამოიღო. მასზე ისევ ის ბიჭი იყო გამოსახული, მაგრამ შედარებით დიდი ასაკის. ფოტო ამოაბრუნა , წინის მსგავსად მასაც ეწერა გადაღების თარიღი. ფოტო გადაღებული 2004 წელს იყო გადაღებული. პატარა ბიჭი კედელთან იდგა, შავი თმები ჩამოვარცხნილი ჰქონდა, სახეზე კი ლამაზი ღიმილი დაჰყვებოდა.
ვერ გაეგო ვინ უნდავყოფილიყო.
შემდეგ წერილებს დაავლო ხელი, ძველ კონვერტს გარედან გამომგზავნის მისამართი ეწერა. წერილი უკვე გახეული კონვერტიდქნ ამოიღო და გაშალა. წერილს დრო ნამდვილად დატყობოდა, ალაგ-ალაგ სიყვითლე დაჰკრავდა. ტექსტის თავში წელი ეწერა. ეს იყო 2002 წელი.

"ძვირფასო...
მოუთმენლად ველით შენს დაბრუნებას. ჩვენი პატარა ნელ-ნელა იზრდება უკვე ორი წლისაა. შენ გეძებს, შენი სურნელი დღესაც ახსოვს.. მე კი ვეუბნები რომ მალე მოხვალ.. გთხოვ არ დაგვაღალატო..გვენატრები.."

ელისაბედმა გაკვირვებისგან წარბები შეკრა. რა ჯანდაბააო გაიფიქრა და ხელში მეორე წერილი აიღო. ესეც იმავე წელს იყო გამოგზავნილი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ.

"ეჰ ძვირფასო..
აღარც ვიცი ამ სიტყვით უნდა მოგმართო თუ არა. პასუხსაც არ მცემ. რამე მოხდა? გაწყენინე? მაგრამ როგორ გაწყენინებდი როდესაც წლებია არ მინახიხარ? უკვე ერთი წელი მხოლოდ მე გწერ , შენგან კი არანაირ პასუხს არ ვიღებ. ასე რატომ იქვევი?! გვიჭირს! დაბრუნდი!"

ელისაბედმა გადაშლილი წერილი იქვე დააგდო ხელში კი შედარებით კარგ მდგომარეობაში მყოფი კონვერი აიღო.
გახსნა და წერილი ამოღო.
ეს 2004 წელს იყო გამოგზავნილი.

"გამაბრაზე.. მაწყენინე.. იმედი საშინლად გამიცრუე.. როგორ გვიღალატე?! სხვასთან როგორ წახვედი?! ამ დროის მანძილზე თურმე სხვა ადამიანის მკლავებში იყავი მე კი შენ გელოდი.. მწამდა რომ დაბრუნდებოდი, ახლა კი რომც დაბრუნდე არ მიგიღებ რადგან მძულხარ! მეზიზღები"

გამარჯვებულის გვირგვინიWhere stories live. Discover now