თავი 5

110 5 2
                                    

თითქმის ერთი კვირა არ წასულა უნივერსიტეტში, ამის თავი ნამდვილად არ გააჩნდა.
კიდევ აპირებდა სახლში დარჩენას, მაგრამ დათომ გადააფიქრებინა.
უთხრა რომ ჯობდა უნივერსიტეტში ევლო და ხალხთან კონტაქტი ჰქონოდა, ასე უფრო გაუიოლდებოდა ამ ტრაგედიის გადატანა.
ამიტომ დილით უნივერსიტეტისთვის მოწესრიგდა. უბრალო შავი ფართო შარვალი და გრძელმკლავიანი ზედა ეცვა, რომელიც წინა მხარეს შარვლის შიგნით ჰქონდა ჩატნეული. ქერა თმები დავარცხნილი და ზემოთ აწეული.
თვალების ირგვვლივ ცოტა სიწითლე ეტყობოდა, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
საჭირო ნივთებით სავსე ჩანთა მხარზე მოიკიდა და თავისი ოთახი დატოვა.

სახლში მარტო არ იყო. დედამისის ახლო მეგობარი რჩებოდა მასთან, საჭმელს ის უმზადებდა და მასზე ზრუნავდა.

- მაია დეიდა?- ცოტა ხმამაღლა დაიძახა, მაგრამ ხმა არავინ გასცა. - დეიდა?

- ოჰ ელისაბედ- ხელის წმენდით გამოვიდა სამზარეულოდან- ვერ გაგაგონე- მაუბუქად გაუღიმა.

- დილამშვიდობის.

- დილამშვიდობის - ხელი მოჰკიდა- წამოდი ისაუზმე.

- არ მინდა დეიდა.

- როგორ თუ არ გინდა?- თვალები გააფართოვა მაიამ- დილის საუზმე აუცილებელია. უნდა მოძლიერდე ჩემო ლამაზო- ლოყაზე მოეფერა.

- მართლა არ მინდა.- საწყალი სახე მიიღო- ვერ შევჭამ.

-აჰ! ასე არ შეიძლება. მალე ძვალი და ტყავი დარჩები მარტო!

ელისაბედს გაეცინა.

- არაფერი მომივა. - მაიაა ჩაეხუტა- გპირდები რომ მოვალ მაშინ ვისადილებ კარგი?

- იცოდე შენს სიტყვებს ვიმახსოვრებ! რამდენ საჭმელსაც მოგცემ ყველას შეჭამ.

- კარგი კარგი- მაიაა მკლავებისგან თავი დაიძვრინა - ახლა უნდა წავიდე. დათო გარეთაა?

- კი შენ გელოდებოდა.

- კარგი წავედი. მოგვიანებით გნახავ.

გამარჯვებულის გვირგვინიWhere stories live. Discover now