თავი 8

72 4 2
                                    

დილით ადრე უნივერსიტეტში წასასვლელად მოემზადა და სახლიდან გასვლამდე ლელას შეუარა სამზარეულოში, იცოდა რომ ქალი დილით სწორედ აქ დახვდებოდა.

- კულინარია შენი ცხოვრებაა არა?- სიცილით თქვა მან და ქალს გვერდით დაუდგა.

- დიახ- გაიცინა მან- დილამშვიდობის ელისაბედ.

- დილამშვიდობის. გავიგე რომ სამუშაოს ეძებ- თქვა გოგონამ და ერთი ბლინი მოპარა ქალს.

- კი. დათომ გითხრა?

- ჰო- მხრები აიჩეჩა- იპოვე?

- ჯერ ვერა.

- ადრე ხო მუშაობდი?

- კი. საავადმყოფოში ექთანი ვიყავი.

- თავი რატომ დაანებე?

- პირადი მიზეზების გამო.  ახლა კი ჩემი პროფესიით მსურს მუშაობა.

- გასაგებია- წყალი დალია ელიმ- არ იდარდო რამეს იპოვი- ლოყაზე აკოცა- მე უნივერსიტეტში მივდივარ.

- კარგი. საღამომდე.

ელისაბედმა სამზარეულო დატოვა და მისაღებში მჯდომ დათოსთან მივიდა.

- დავით- გვერდით დაუჯდა.

- გისმენ.

- რამე გაირკვა დედაჩემის მკვლელობასთან დაკავშირებით?- დათომ ამოიოხრა და სევდიანი სახით შებრუნდა.

- ისევ იგივე აზრი აქვთ. თან ყველა მტკიცებულება მამაშენზე მიუთითებს.

- არა დათო!- მკაცრად თქვა- მამას მოტივი არ ჰქონდა! არ ჰქონდა.

- იარაღი მის ხელში იყო.

- იქნებ მკვლელმა ჩაუდო? ასეთი რამ ხომ ხდება ხოლმე.

- აჰ- თავი გააქნია.

- მოიცა- შეიცხადა რლისაბედმა და წარბები შეკრა- შენ გგონია რომ ეს მამამ გააკეთა? ნუთუ ამდენი წლის ნაცნობობით ვერ გაიცანი ის?

-არა ელისაბედ!- ცოტა ხმამაღლა თქვა- არ მჯერა რომ ბატონი ავთო ამის გამკეთებელი იყო, მაგრამ ამის დამტკიცება რთულია. ყველა სხვაგვარად ფიქრობს, თან ჩვენთვის სასარგებლო მტკიცებულებები არ არსებობს. ეს ყველაფერს ართულებს.

გამარჯვებულის გვირგვინიDär berättelser lever. Upptäck nu