what the fuck happen to me

682 30 3
                                    

"ვით ცოცხლობს კაცი, მკვდარი სულითა, რომ ვერასოდეს წამოიძახებს.." 
             -ედუარდ ჰეილი

***

-ვივიენ, სად მიდიხარ?

მკითხა დედამ, როცა ქურთუკი და მანქანის გასაღები  ავიღე.

-ასე ყოფნა აღარ შემიძლია, სამსახური უნდა ვიშოვო.

ვუთხარი და კარისკენ დავიძარი.

-ვივიენ, ოჯახში ყველა ვმუშაობთ, არ არის საჭირო თავი ზედმეტად გადაიტვირთო.

ირონიულად ჩავიცინე და მას გავხედე

-რა თქმა უნდა, არ არის საჭირო ვიმუშაო, რადგან თქვენ ჰო ყველა ამას აკეთებთ და აუცილებელია ადრიანას დაყვედრება ვისმინო ყოველ ჯერზე, რადგან მისი ფულით ვჭამ საჭმელს არა?

-ვივიენ, ხომ იცი რომ..

ახსნა დაიწყო, მაგრამ შევაჩერე.

-არ გინდა დედა, აბა დროებით.

ფეხსაცმელები ამოვიცვი და სახლიდან გამოვედი. ჩემი ძველი და ოდნავ დაჟანგული მანქანის კარი გამოვაღე და შიგნით ჩავჯექი.

გაუსაძლისი იყო ყოველდღე ერთი და იგივეს ატანა, ვერ ვსუნთქავდიი. მახრჩობდა ეს ყალბი ოჯახური იდილია, მე ხო ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ჩემი ოჯახი იდეალური იყო სახლის კედლებს მიღმა, მეზობლების თვალში ჩვენ სამაგალითო ვიყავით, როცა გარეთ გავდიოდით ნამდვილი ოჯახივით ვიქცეოდით, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით რა დიდი ფარსიც იყო ეს.

გულს მირევდა ამდენი სიყალბე, მაგრამ არაფრის შეცვლა შემეძლო. არასდროს ვყოფილვარ რისკის მოყვარული, რადგან ამდენი სითამამე არ ჯდება ჩემს პიროვნებაში ან ჩემი ოჯახი არ მაძლევს ამის საშუალებას, ვინ იცის.

მანქანით სეირნობა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მითუმეტეს წვიმაში. როცა წვიმის წვეთები ნაზად იკვლევენ გზას მინაზე და ფიქრობ ყველაფერზე, ნელა მიდიხარ და თვალს ადევნებ ბუნების ყველა ცვლილებას. განა ამაზე მშვენიერი არის რამე?

Dance With TearsWhere stories live. Discover now