Thank you for exist you

207 19 4
                                    


'If you could read my mind, you'd be in tears.'

ლამპიონებით განათებულ ქუჩას აუჩქარებლად მივუყვები. გარშემო არავინ მეგულება,  სულს მიფორიაქებდა ეს სიცარიელე. ქუჩა ცარიელი იყო, ისევე როგორც ჩემი სული. ცრემლები გაუჩერებლივ მდიოდა, გული ყელში მებჯინებოდა, თვალებიდან ნაპერწკლები მცვიოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვშელოდი. მტკიოდა, სული გაუსაძლისად მტკიოდა. რა მატირებდა? არ ვიცოდი. არ ვიცოდი რა მატირებდა, ახლახანს ჰო ცუდი არაფერი მომხდარა, არა? ჰარიმ მითხრა რომ მოვწონვარ, მაგრამ მე რა გავაკეთე? დავტოვე, შემეშინდა და წამოვედი.  იყო რაღაც, რაც საკუთარ თავს მაძულებდა. ის მომენტი იყო, როცა ჩემი სულის ყველა დამპალი ნაწილი მძულდა. ის თვალები მძულდა, ემოცია ასე ნათლად რომ იყო გამოხატული და მასში ტკივილი რომ იკითხებოდა. ყოველთვის პირიდან წამოსული ის თითოეული ბგერა მძულდა, რასაც მე წარმოთქვამდი.

ის ადამიანი ვიყავი, რომელსაც სულიერად სიმშვიდე აღარ შერჩენოდა. ის ადამიანი, ვინც გამუდმებით მარტო იყო. როგორც ედგარ ალან პო იტყოდა უფრო მარტო იყო, ვიდრე მისი მარტოობა.

რამდენი ფიქრი მქონდა უთქმელიი.

მაგრამ ყოველთვის არსებობს იმედი არა? ჩვენი ცხოვრება უცებ მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს, ამ ცვლილებით ან ბედნიერები ვიქნებით ან უბედურები, არჩევანი ჩვენი თითოეული ამოსუნთქვაა.

ტკივილით ყოველთვის გეტკინება, ყოველთვის დაიტანჯებიი, უბრალოდ შენი არჩევანია როგორი თვალებით შეხედავ ცხოვრებას.

ჰარის გრძნობების შემეშინდა, არასდროს მიგრძვნია ასეთი აფორიაქება ადამიანის დანახვისას, არასდროს მოუნიჭებია ამხელა ბედნიერება არავის დანახვას. ჰარი ჩემს ბნელ ცხოვრებაში ნათელი წერტილივით გამოჩნდა, ის სხივი იყო რომელმაც ჩემს ბნელ დერეფნებში შემოაღწია. იმის მაგივრად, რომ გრძნობებში გამოვტყდომოდი გამოვიქეცი.
ამისთვის, კი ჩემი თავი ასმაგად შევიძულე.

Dance With TearsWhere stories live. Discover now