first kiss

217 14 3
                                    

"...უნდა მოგიყვე, როგორ გამიჭირდა გადარჩენა, ცის ქვეშ მარტო დარჩენილს. როგორ მეშინოდა, არ გადაეარათ, არ გავეთელე. როგორ მოვიგონე სიძლიერე თავის საპოვნელად და როგორი სუსტი ვიყავი ამ სიძლიერეში.

და როგორ მეშინოდა ტკივილის და როგორ ვატკინე სხვებს..."

***

არვიცოდი სად მივყავდი, მაგრამ გული მიგრძნობდა რომ ისევ ჩვენს ადგილზე მივდიოდით.

ჩვენს ადგილზე?
საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა.

დიახ, ჩვენს ადგილზე.
ადგილი, სადაც დრო ჩერდებოდა მხოლოდ ჩვენთვის.

ადგილი, სადაც ქვეყანაზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
ადგილი, სადაც ჩვენ თავისუფლები ვიყავით და რაც მთავარია, ვიყავით გულწრფელები.

გრძნობებთან.

ბოლო სიტყვამ სრული ქაოსი გამოიწვია ჩემში, მე არ ვიყავი  ბოლომდე გულწრფელი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარი ერთადერთი ადამიანი იყო რომელსაც ამ სამყაროში ვენდობოდი.

მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა, შინაგანად ეს "რაღაც" დანებებას მაიძულებდა და მკარნახობდა შევგუებოდი იმ საცოდავ არსებას რომელიც მე ვიყავი.

-ვივიენ, გაიგე რაც ვთქვი?

ფიქრებიდან ჰარის ხმამ გამომიყვანა.

-ბოდიში ჩავფიქრდი, რას ამბობდი?

-იმის თქმა მინდოდა, რომ უკვე მოვედით.

მითხრა და მკრთალად გაიღიმა.

რიცა იქაურობას თვალი მოვავლე, გამეღიმა.

არ შევმცდარვარ.

მანქანიდან გადმოვედით, ჰარიმ წელზე ხელი მომხვია და წინ მიბიძგა. მისმა მოულოდნელმა ჟესტმა გული ამიჩქარა, სხეულმა კი მის შეხებაზე მალევე მოახდინა რეაგირება. რაც მან იგრძნო და ეშმაკურად გაიღიმა.

ღმერთოო.

ტბასთან ჩამოვჯექით და არემარეს დავუწყეთ თვალიერება.

Dance With TearsWhere stories live. Discover now