him and i

277 25 4
                                    

"მინდოდა ყველაფერი მიმეტოვებინა და სადმე ამ დაწყევლილი სამყაროდან შორს წავსულიყავი. სადმე მშვიდ ადგილზე წიგნებს წავიღებდი, დავსახლდებოდი და ცხოვრების ბოლომდე იქ ვიქნებოდი. საზიზღარი გრძობა იყო, როდესაც არსად წასვლა შემეძლო, თითქოს მისჯილი მქონდა აქ, უაზრო სამყაროში ცხოვრება."

-ჩარლზ ბუკოვსკი

***

-ჭირვეულო ქალბატონო.

მითხრა და ტუჩის კუთხე ეშმაკურად ჩატეხა.

-შენ რა დამცინი, აქ საიდან გაჩნდი?

აბსოლიტურად შოკში ჩავარდნილმა წამოვიყვირე.

-იმედია არ ფიქრობ რომ ეს განგებ გავაკეთე, არა?

მითხრა და ეჭვის თვალით შემომხედა

-შეიძლება, შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ირონიულად მივუგე, მან კი ჩაიცინა.

-უფრო ფიცხი გამხდარხარ, ვიდრე მახსოვდი.

ეშმაკური ტონით მითხრა და მანქანის ბანერს მიეყრდნო.

-კინაღამ მომკალი იდიოტოო, თვალები სად ჯანდაბაში გქონდაა!

გაღიზიანებულმა დავუყვირე, ეს ტიპი სულ პრობლემებს მიქმნის.

-დარწმუნებული ვარ დედიკომ გასწავლა პრინცესა, რომ სანამ გზაზე გადახვალ უნდა გაიხედო მანქანა მოდის თუ არა.

-და მე დარწმუნებული ვარ, რომ მანქანა შენი საქმე ნამდვილად არაა.

მან თავი ჩახარა და გაიცინა.

-ამბობს გოგო, რომელმაც მანქანის შიდა ნაწილების ცნობაც კი არ იცის.

-ღმერთო ასეთი რა ცოდვა მაქვს, ამას რომ შემახვედრე!

ვთქვი და ხელები მაღლა ავწიე.

-მადლობა გადაუხადე, ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანს რომ შეგახვედრა.

შეიფერა და მისი ჭკუით სექსუალური ღიმილი აიკრა.

-თავდაჯერებული იდიოტი.

Dance With TearsHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin