car washer

228 27 1
                                    

-სად იყავი?

ადალინა ეგრევე მომვარდა, როცა სახლში შევედი. თვალები ავატრიალე და მისი დაიგნორება განვაგრძე.

-პასუხსაც არ მცემს, ასეთი თამამი როდის გახდი დაიკო?

ირონიულად ჩაიცინა და ხელები გადაიჯვარედინა. მე მასთან ახლოს მივედი და თვალში თვალში გავუყარე.

-თავი ვინ გგონია?

მშვიდი ტონით ვუთხარი, მისი ღიმილი კი ტვინში მირტყამდა.

-შენს სულელურ გამოხტომებს რადგან არ ვყვები, იმას არ ნიშნავს რომ შენი მეშინია.

-ტყუილიც რომ არ გამოგდის..

მითხრა და ტუჩი გადმოაბრუნა.
ძუკნა.

-შენ იცი რომ ირონია საერთოდ არ გამოგდის? ერთი გათამამებული ძუკნა ხარ, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს კისერს წაიტეხავს თავისი ცოდვების გზაზე.

მას სახე შეეცვალა, რადგან ჩემგან არ მოელოდა ამდენს. ყბა დაჭიმა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გავაჩერე.

-არ გაბედო, გასაგებია? დაივიწყე რომ ვვარსებობ, შენ შენთვის, მე კი ჩემთვის.

-მძულხარ.

მითხრა და ზიზღით ამათვალიერა.

-მე ჰო რას ამბობ, ვგიჟდები შენზეე!

ირონიულად ვუთხარი და გვერდი ავუარე, საბედნიეროდ არაფერი უთქვამს თორემ ნამდვილად შემომაკვდებოდა. სანამ ჩემს ოთახში ავიდოდი სამზარეულოში შევიხედე, როგორც ჩანს დედა და მამა სახლში არ არიან. როგორც წესი ადალინა მათ წინაშე ამდენს არ ბედავს, რაც ძალიან მახარებს.

გათამამებული ძუკნა, რით დავიმსახურე ასეთი სასჯელი რომ ის ჩემი დაა?

განა ასეთი უნდა იყოს ჩემი სისხლი და ხორცი? თავი გავაქნიე უაზრო ფიქრების მოსაშორებლად, ის ფიქრის ღირსიც კი არ იყო.

ჩანთა საწოლზე დავაგდე და აბაზანაში შევედი. დღევანდელ დღეზე ფიქრი დავიწყე. ბედნიერი ვიყავი რადგან სამსახური დავიწყე, იმედია შევინარჩუნებ და ფულს საკმარისად მოვაგროვებ რათა ბინა ვიქირაო, ძალიან მინდა გავეცალო მათ.

Dance With TearsWhere stories live. Discover now