Trust

200 20 4
                                    

"I remained too much inside my head and ended up losing my mind"

***
დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რათა საკუთარი თავისთვის სიძლიერე მესწავლებინა. დღემდე ვსწავლობდი მხოლოდ იმას, თუ როგორ ვყოფილიყავი ძლიერი მარტო. არასდროს მყოლია ვინმე ისეთი, ვისაც ჩემს ფიქრებსა და გრძნობებს გავუზიარებდი, ის ვისთან ერთადაც დავჯდებოდი და საათობით ვილაპარაკებდით ათას სისულელეზე. ირონიულია არა? სკოლაც ნამდვილი კოშმარი იყო ჩემთვის, იმდენად ნაბიჭვრები იყვნენ რომ მათი ატანაც ძალიან რთული იყო. ყოველთვის ისე ჩანდა თითქოს სკოლიდან ნაბრძოლები გამოვდიოდი, სახლში კი ახალ ბრძოლაში ვებმეოდი. მიუხედავად ამდენი საშინელებისა კარგად ვსწავლობდი, სულ მქონდა იმედი რომ გავიზრდებოდი და ამ ჯოჯოხეთს თავს დავაღწევდი, კოლეჯში ვისწავლიდი და მომავალს გავიფერადებდი.

მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა. ღამე ცრემლებთან ვცეკვავდი, გაჩერება არ შემეძლო. ტირილი არის ის ენა რომლითაც გული ლაპარაკობს, როდესაც შენს ენას არ შეუძლია ახსნას ის ტკივილი, რომელსაც გრძნობ. როგორ მძულდა საკუთარი თავი ამ ყველაფრის გამო, ამ უმოქმედობის გამო, ასეთი სასოწარკვეთისა და მწარე რეალობის გამო. მე არ მიყვარდა საკუთარი თავი, მე საკუთარი თავი მებრალებოდა. მეშინოდა, რამდენად ბანალურიც არ უნდა ვყოფილიყავი მომავლის მეშინოდა. მეშინოდა რომ ჩემს უფსკრულში მზის სხივი არ შემოაღწევდა, მეშინოდა იმის რომ სამუდამოდ ასეთი დავრჩებოდი. მეშინოდა იმის, რომ ასეთი პათეტიკური არავის ვეყვარებოდი. გაცილებით რთულია ტკივილების ატანა, სასტიკად რთულია შეეგუო ისეთ ცხოვრებას რომელსაც არ იმსახურებდი.

და მაინც მე არაფერი გამაჩნდა, გარდა მოთმინებისა. ჩემს ბნელეთით მოცულ ცხოვრებაში იმედის ნაპერწკალი მაინც იყო და მე ამ ნაპერწკალს ვებღაუჭებოდი.

***
ორი თვე გავიდა.
რა მოხდა ამ ორ თვეში? რუტინულად გრძელდებოდა ყველაფერი, მე ვმუშაობდი და ჩემს ოჯახს ვუძლებდი.

Dance With TearsWhere stories live. Discover now