I will stay

162 17 5
                                    

-მე გაგაფრთხილე ჭირვეულო ქალბატონო.

ქვემოდან მითხრა მან და ეშმაკური ღიმილი აიკრა სახეზე.

-სულ გაგიჟდი? გეფიცები არ ხარ ნორმალური.

ვუთხარი და თავი გავაქნიე, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ამ იდიოტმა ამხელა მანძილი ჩემს გამო გამოიარა.

-გამოდი ვივიენ.

მითხრა და ცალყბად ჩაიღიმა.

-არ შემიძლია.

თავი გავაქნიე და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.

-კარგი, მაშინ მე ამოგაკითხავ კნუტო.

ჩაიცინა და ტუჩებზე ენა გადაიტარა.

-ჰარი, არ გაბედოო!

ის ყურადღებას არ მაქცევდა, კიდევ კარგი სახლში არავინ იყო.

-ჯანდაბა კარგი, მანდ დამელოდე.

მსუბუქად დავუყვირე რათა არავის გაეგო, მეზობლების ჭორიკანა თვალს არ მინდოდა ვეპოვნეთ.

-გელოდები, პატარავ.

-მე შენი პატარა არ ვარ, ჰაროლდ.

გაღიზიანებულმა ჩავძახე, მისთვის რაღაც ჩაილაპარაკა თუმცა არ გამიგია. ფანჯარა დავხურე და ქვემოთ ჩავედი.

ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ აქ ჩემს გამო მოვიდა. საყვარელი იდიოტიაა.

ჩემს ფიქრებზე გამეცინა, უკანა კარიდან გავედი, იქვე იყო ჰარიც. კიბის მოაჯირს ეყრდნობოდა. ჩემს დანახვაზე გაიღიმა და მომიახლოვდა. ჩემთან იმდენად ახლოს იყო რომ მისი ამონასუნთქი სახეზე მედებოდა, ჩემი გული ტემპში არ იყო. მან თმა ყურს უკან გადამიწია, წელზე ხელი მჭიდროდ მომხვია და მის ძლიერ გულ-მკერდს ამაკრო.

მისი სურნელი..ეს ჰარის სურნელია.

გავინაბე და მთელი ძალით ავეკარი მის გახურებულ სხეულს. მისი მკლავები ძლიერად მეხვეოდნენ, ამავდროულად კი თავი ჩემს თმებში ჰქონდა ჩარგული.

ცხოვრებაში პირველად, პირველად ვგრძნობდი თავს დაცულად.

მე მის მკლავებში ვგრძნობდი თავს დაცულად.

Dance With TearsWhere stories live. Discover now