Moment in time

209 22 0
                                    


ჰარიმ ტანსაცმელი გამოიცვალა, რის შემდეგაც სამრეცხაო დავტოვეთ.

-გულწრფელად რომ ვთქვა, აქ შენს გამოჩენას არ მოველოდი.

მითხრა ჰარიმ და შემომხედა.

-არც მე ველოდი თუ აქ გნახავდი, ეს შემთხვევით მოხდა.

ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე.

-წინააღმდეგი ჰო არ იქნებით მის სმიტ?

მითხრა ჰარიმ და გაჩერდა, დაბნეულმა შევხედე.

-რისი წინააღმდეგი?

მან გაიღიმა და კაფისკენ მიმითითა.

-არა ჰარი, ეს ჩვეულებრივი კაფე არ არის.

ვუთხარი და თავი გავაქნიე, ამით ვცდილობდი მიმეხვედრებინა რომ არ იყო საჭირო ჩემზე ამდენი ფული დაეხარჯა.

-ფული საკმარისად მაქვს, ნუ ღელავ, შენ უბრალოდ უნდა დამთანხმდე.

მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა, შეუძლებელი იყო უარი მეთქვა.

-კარგი, ნუ მიყურებ ეგრე.

ვუთხარი და გავიცინეთ.

-ანუ გაჭრა, გთხოვთ.

მითხრა ეშმაკური ღიმილით და კარში პირველი გამატარა.

-მადლობა.

ფანჯარასთან დავჯექით, მალევე ოფიციანტიც მოვიდა და შეკვეთაც მივეცით.

-მომიყევი შენს შესახებ.

მითხრა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.

-მაინც რა გაინტერესებს? პირდაპირ გეტყვი რომ ჩემი ცხოვრება საინტერესო არაა.

-რატომ ასე უხეშად?

მითხრა სერიოზული ტონით, ისე რომ ჩემთვის ერთი წამითაც არ მოუშორებია მზერა.

-რას გულისხმობ?

-შენმა სიტყვებმა ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვეს, თითქოს ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეული გაქვს.

თავი ჩავხარე, არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი. არ მინდოდა ისევ იმ საშინელ რეალობას დავბრუნებოდი, რომლისგანაც მცორე დროით გაქცევას ვაპირებდი. ეს მცირე დრო კი საკუთარი თავისთვის უნდა ყოფილიყო მშვიდი და ალბათ ცოტა რისკებით სავსეც.

Dance With TearsWhere stories live. Discover now