beautiful place

169 18 5
                                    

"ის, ვისაც ეყოფა გამბედაობა და მოთმინება, რომ მთელი სიცოცხლე წყვდიადს დაჟინებით აკვირდებოდეს, იქ გაჩენილ სინათლის სხივს პირველი დაინახავს"

-ხანი

***
სიტყვები იმ მშვენიერ ადგილს ვერ აღწერდა, სადაც ახლა მე და ჰარი ვიყავით. ჩვენს წინ ულამაზესი ტბის ხედი იშლებოდაა, წყალი კი ყველაფერს ირეკლავდა გარშემოო.

-ჰარიი, ულამაზესი ადგილია.

ვუთხარი და თბილად გავუღიმე, საპასუხოდ მანაც გამიღიმა.

-გინდა საიდუმლო გაგიმხილო, მის სმიტ?

ეშმაკური ღიმილით დაიხარა, რათა ჩემს სიმაღლეს გათანაბრებოდა.

-გისმენთ მისტერ სტაილს.

ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე.

-ერთადერთი ხარ, ვინც ამ ადგილას მოვიყვანე.

-ოუუ, ეს დიდი რამ არის ჰარი.

გავუღიმე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. მან უსაყვარლესად გამიღიმა, ერთმანეთის გვერდით ჩამოვჯექით და საოცარი ხედით ტკბობა განვაგრძეთ.

-ოდესმე გყვარებია?

მკითხა ჰარიმ და თავი ჩემსკენ მოაბრუნა.

-არა, სერიოზულად არავისთვის შემიხედავს.

ვუთხარი და თავი ჩავხარე, საშინლად არ მინდოდა წარსულის გახსენება.

-და შენ?

ახლა მე ვკითხე

-არ მყვარებია, ქალებთან ერთ ღამიანი ურთიერთობები მაკავშირებდა.

თქვა და მხრები აიჩეჩა, მაგრამ როდესაც ჩემს სახეს შეხედა გაიცინა და თავი გააქნია.

-არასწორად არ გამიგო, ის ქალები ჩემთვის არაფერს ნიშნავენ. ჩემს ცხოვრებაში ახლახანს გამოჩნდი და უდიდეს მადლობას გიხდი ამისთვის. გულს არასოდეს გატკენ, ეს იცოდე კარგი?

ბოხი ხმით მითხრა და სახეზე ხელები მომისვა. არვიცი რატომ, მაგრამ გული ამიჩქარდა.

მისი სიტყვები..

-ვიციი ჰაზ, მეც მადლობას გიხდი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენისთვის.

მისკენ მივიწიე და მივეხუტე. მან ამოიოხრა და თავზე მაკოცა
მის მკერდზე მედო თავი და მის რიტმულ გულისცემას ვუსმენდი, თავი ასე მშვიდად და დაცულად არასდროს მიგრძვნია.

მოსაღამოვდა, ჩვენ კი ვსაუბრობდით რაზე? ყველაფერზე, მაგრამ ჩემი ოჯახის შესახებ მისთვის არაფერი მითქვამს. არ მინდა რომ შევეცოდო, ამასთანავე კი არ მინდა ჩემი ოჯახი ოდესმე გაიცნოს, მითუმეტეს ადალინა.

-მგონი სჯობს წავიდეთ, მოსაღამოვდა.

მითხრა ჰარიმ, წამოდგა დაეც დამეხმარა წამოდგომაში.

-მართალი ხარ.

გზაში ათას სისულელეზე ვსაუბრობდით და ბოლო ხმაზე ვიცინოდით. სამწუხაროდ სახლში მივედით, მანქანა გააჩერა და ღიმილიანი სახით შემობრუნდა ჩემსკენ.

-მადლობთ რომ პატივი დამდეთ და წამომყევით მის სმიტ.

მითხრა საოცრად მომხიბვლელი ღიმილით, მე გამეცინა.

-ცანცარა ხარ.

გავიცინე და თმები ავუჩეჩე, რაზეც დაიბუზღუნა.

-ჩემი წასვლის დროა ჰაზ, მადლობა დღევანდელი დღისთვის.

ღიმილით ვუთხარი, გადასვლას ვაპირებდი მაგრამ მკლავი დამიჭირა, მისი სახე მილიმეტრის დაშორებით იყო ჩემისგან.

გული საგრძნობლად ამიჩქარდა.

-რაღაც გავიწყდება.

ბოხი, საოცრად სექსუალური ხმით მითხრა. მისი ამონასუნთქი სახეზე მეცემოდა, კოცნას აპირებდა მაგრამ თითქოს რაღაც მაინც აკავებდა.

თავი დახარა და ტუჩის კუთხეში ნაზად მაკოცა, მის ამ ქმედებაზე თვალები დამეხუჭა. ბოლოს შუბლზე მაკოცა და მომცა უფლება წავსულიყავი.

ეშმაკური ღიმილით შემომხედა და მითხრა

-შეხვედრამდე ჭირვეულო ქალბატონო.

ძალიან პატარა თავია, მაგრამ მოტივაცია არ მაქვს როცა ერთეულები კითხულობს.
არის ვინმე ვინც კითხულობს ამ მოთხრობას?

Vote & Comment ❤

Dance With TearsDonde viven las historias. Descúbrelo ahora