only angel

143 14 2
                                    

"თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს შენი იმედი, საკმარისია იმისათვის რომ არ დანებდე."

°°°
ბანალური ყოველდღიურობით საკუთარ თავსაც და ჩემს გარშემო არსებულ სიცარიელესაც თავს ვაბეზრებდი. როგორც წესი, ჩემი ყოველი დილა მელანქოლიურ ხასიათს ატარებდა და ერთი პროცენტიც არ იყო იმის შანსი, რომ ბედნიერს გამეღვიძა და ამავე ბედნიერებით გავსულიყავი სახლიდან.

მაგრამ რაღაც შეიცვალა, შეიცვალა გაცილებით უკეთესობის მწვერვალისკენ.

მე დღეს სხვანაირად ბედნიერი ვიყავი, ყოველი დღის გათენება სხვანაირად მიხაროდა. როგორც კი თვალებს ვახელდი ეგრევე ღიმილი დამთამაშებდა..რაღაც რიგზე ვერ იყო..

ადრე ერთფეროვანი ყოველდღიურობა მიჭერდა ყელზე ხელს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვერ ვსუნთქავდი, თითქოს მკლავდა რაღაც პატარა დეტალი, რომელიც ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. როგორც ყოველთვის სენტიმენტალურ გუნებაზე ვიყავი.

და ახლა მე არ ვგავდი საკუთარ თავს..არც ადალინა მაინტერესებდა და არც ყველა ის ცუდი რამ, რაც ზიანს მაყენებდა, ახლა ჩემთვის მნიშვნელობა აღარაფერს ჰქონდა, გარდა ერთი ადამიანისა..

ბოლომდე ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ჰარი ჩემი შეყვარებული იყო. ჩემს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი მსგავს რამეს. იმდენად უფერული იყო ყველაფერი ადრე, მის გამოჩენამდე..

ახლა კი ის მყავს და მე ბედნიერი ვარ.

დილით სახლიდან ისე გამოვედი რომ არავისთვის არაფერი დამიბარებია, არც მათ გამოუჩენიათ ინიციატივა ეკითხათ, თუ სად მივდიოდი. ეს ფაქტი საერთოდ არ მაინტერესებდა. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ჰარის, მაგრამ სამწუხაროდ დღის მეორე ნახევრამდე ვერ შევძლებდი მის ნახვას, იმიტომ რომ სამუშაო მქონდა როგორც მე, აგრეთვე ჰარისაც.

ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიგე როგორ მივაღწიე მარკეტამდე, ამოვიოხრე და შიგნით შევედი.

Dance With TearsOnde histórias criam vida. Descubra agora