hero?

261 28 0
                                    

"იპოვე სიმშვიდე შენს სულში, დანარჩენი კი თავად გიპოვის შენ."
         -ფრიდრიხ ნიცშე

***
გზა სიჩუმეში გავატარეთ, არც მე და არც ჰარის ხმა არ ამოგვიღია. ჩვენს შორის რაც არუნდა მომხდარიყო უცნობები ვიყავით ერთმანეთისთვის.

რატომ ვზივარ მის მანქანაში? ალბათ იმიტომ, რომ მან მე ბევრჯერ გადამარჩინა. ამის გამო კი მისი მადლობელი ვარ.

-ვერ წარმოვიდგენდი, ჩუმად ყოფნა თუ შეგეძლო.

ბოხი ხმით მითხრა ჰარიმ, ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.

-შენ წარმოიდგინე და ვერც მე.

ჩემს ნათქვამზე მას ჩაეცინა. უკვე ახლოს ვიყავით იმ მაღაზიასთან, რომელიც ბიძია ნიკმა მითხრა.

-აქ გააჩერე თუ შეიძლება.

ვუთხარი ჰარის და გავსწორდი.

-აქ ცხოვრობ?

გაკვირვებულმა მკითხა და მანქანა გააჩერა.

-მოდი ერთ გეტყვი, ეს შენი საქმე არ არის.

ვუთხარი და მკრთალად გავუღიმე.

-არ მესმის ამხელა აგრესიას რა იწვევს შენში ჩემს ნებისმიერ კომენტარზე.

სერიოზული ხმით მითხრა ჰარიმ და სავარძელს მიეყრდნო.

-ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ეს საკმარისი მიზეზი არ არის?

ირონიულად ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე.

-და გინდა გითხრა რა გვიშლის ხელს იმაში, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი?

მკითხა და ცალყბად ჩაიცინა.

-მაინც რა?

მობეზრებულად ვკითხე.

-შენი შიშები, ეჭვი და უნდობლობა.

ხმა არ ამომიღია, ალბათ იმიტომ რომ მართალი იყო. ვერასდროს ვენდობოდი ადამიანებს მარტივად, რადგან ტკივილისა და იმედგაცრუების მეშინოდა.

-მადლობა რომ მომიყვანე, ნახვამდის.

გადასვლას ვაპირებდი, მაგრამ ხელი დამიჭირა. მას გაკვირვებულმა შევხედე.

Dance With TearsWhere stories live. Discover now