here we go again

265 24 2
                                    

"I just can't explain how thoughts exist in my head and just grow darker and darker"

-პრინცესა სახლში დაბრუნდა?

ირონიული ხმა მომეგება, როგორც კი სახლის კარი შევაღე.

-ადალინა შენი თავი არ მაქვს.

უემოციოდ ვუთხარი, ფეხსაცმელი გავიხადე და ქურთუკი დავკიდე. როცა შემოვტრიალდი ის ჩემს წინ იდგა.

-სამსახურის თაობაზე იყავი?

-რა შენი საქმეა მე სად ვიყავი.

გაბრაზებულმა მივუგე.

-პატარა გოგო უარით გამოისტუმრეს თავისი უცოდინრობის გამო?

ირონიულად მითხრა და ტუჩი გადმოაბრუნა.

ბრაზისგან თვალები დავხუჭე, ყოველნაირად ვცდილობდი თავის შეკავებას.

-ეს შენი საქმე არ არის, გაიწიე.

გაბრაზებულმა ვუთხარი და მხარი მივარტყი, როცა გვერდით ავუარე.

-უფროს დაიკოს როგორ ელაპარაკები?

-წადი შენი.

ვთქვი ისე რომ არ მოვბრუნებულვარ. მისი გამაღიზიანებელი ხმა მესმოდა, რომელიც მლანძღავდა. დღეს საშინელი დღე იყო, ადალინას თავი ნამდვილად არ მქონდა.

ჩემი ოთახში შევედი და კარი გადავკეტე, შემდეგ კი მოწყვეტით გადავეშვი საწოლზე.

საშინელი დღე მქონდა.
ის არ მყოფნიდა რომ სამსახური ვერ ვიშოვე, ამას ისიც დაემატა რომ მანქანა შუა გზაზე გამიფუჭდა. კიდევ ის ტიპი, რომელმაც საშინლად გამაღიზიანა.

'მაგრამ დაგეხმარა'

ჩამძახა ჩემმა ქვეცნობიერმა. კარგი ის მართალი იყო, ის რომ არა ახლაც იქ ვიქნებოდი. მისი მადლობელი ვიყავი, მაგრამ მან აგრეთვე საშინლად მომიშალა ნერვებიი.

რატომღაც მასზე ფიქრი განვაგრძე. როგორც არუნდა მელანძღა, ვერ ვუარყოფდი თუ როგორი სიმპატიური იყო ის.

ჯანდაბა, საშინლად მომხიბვლელი იყო. მახსოვს როგორ ვათვალიერებდი მის დაკუნთულ სხეულს, რის გამოც მისგან დამცინავი კომენტარიც მივიღე.

Dance With TearsWhere stories live. Discover now