perfect day

159 15 3
                                    

არ მინდოდა ჰარისთან გატარებული არაჩვეულებრივი დღე დამთავრებულიყო. დროის გაჩერება მინდოდა, როგორი ბანალურიც არ უნდა ყოფილიყო. სიამოვნებით გავიჭედებოდი ერთ წერტილში თუ მეცოდინებოდა რომ ჩემს სულში სიმშვიდე დაისადგურებდა. კარის ზღრუბლზე წუთზე მეტს ვაყოვნებ, ჩემს სახლს იმედგაცრუებული შევცქერი. ხალხი ამბობს რომ სმიტების ოჯახი სამაგალითოა. აჰჰ, ნეტავ სცოდნოდათ თუ რა დიდი ტყუილების ზეიმი იყო ეს ყველაფერი. საცოდავად შეთითხნილი სიცრუე, რომელიც "ბედნიერ" ოჯახად გვაქცევდა.

სიმწრისგან მეცინება. ჩემს ნეგატიურ ფიქრებს დიდი ძალისხმევით ვდევნი გონებიდან და სახლში შევდივარ.

-მოვედიი.

დავიყვირე და ქურთუკი გავიხადე. გამიკვირდა, როცა ადალინა არ შემეგება კარზე და  ცოფები არ დამაყარა. სამზარეულოში შევედი, მაცივარზე პატარა ფურცელი იყო მიკრული, სადაც დედა და მამა წერდნენ, რომ მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდათ და გავიდნენ.

მაინტერესებდა რა ხდებოდა, ამიტომაც დედას დავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ, როგორც იქნა აიღო.

-ვივიენ, კარგად ხარ საყვარელო?

მისი ხმა გაისმა ტელეფონში.

-კარგად ვარ დედა, თქვენ სად ხართ?

ვკითხე და წყალი დავისხი.

-სოფელში მოგვიწია წამოსვლა, ბებია მარგარეტია შეუძლოდ. თქვენთვის გვინდოდა თქმა, მაგრამ დრო არ გვქონდა.

-სულ გაგიჟდით? ისე წახვედით რომ აზრადაც კი არ მოგსვლიათ ჩემთვის გეთქვათ.

-გვაპატიე საყვარელო, უნდა გაგვეფრთხილებინე. არ გვინდოდა გენერვიულათ შენ და ადალინას.

ჯანდაბა, ის არ წაუყვანიათ?
მაგრამ ასეთი იღბლიანი არასდროს ვყოფილვარ.

-კარგი, მოკითხვა გადაეცი ბებიას და გამოჯანმრთელება უსურვე ჩემს მაგივრად.

Dance With TearsWhere stories live. Discover now