1.

1.7K 72 21
                                    

წვიმს...
წვიმს...
წვიმს...
მოსაწყენია..

არადა ერთი საათის წინ ისეთი კარგი ამინდი იყო. ახლა სიცივე პირდაპირ ძვალ-რბილში მიღიტინებს. ცუდია, გასეირნებას ვაპირებდი, თუმცა, ისევ უნდა ვიჯდე ამათთან ერთად.

არ მიყვარს აქაურობა, მეზიზღება ეს ოჯახიც და ეს სახლიც, მაგრამ რას ვიზამ? მათ შემიფარეს, როცა მშობლები გარდაიცვალნენ წასასვლელიც არსად მაქვს. უკვე 16 წლის ვარ და "ოჯახის" წევრები მაინც ისე მექცევიან თითქოსდა ისევ ის პატარა ბიჭი ვიყო, რომლის გამოყენებაც ისე შეუძლიათ, როგორც მოესურვებოდათ.

ამ სახლში ბიძია კიმმა მომიყვანა. ჯერ კიდევ ჩვილი ვიყავი, ბიძიაც მალევე გარდაიცვალა. დავრჩი ბიცოლასთან რომელსაც ჩემს გარდა კიდევ 4 შვილი ჰყავდა. ვერ დაავალდებულებ ბიძიას გარდაცვალების შემდეგ ნათესავები აღარ ვიყავით და რა ვალდებული იყო ჩემზე ეზრუნა მისის კიმს? როგორც მითხრეს ბიძია კიმმა სიკვდილამდე ქალბატონ კიმს ფიციც დაადებინა, რომ სიცოცხლის ბოლომდე გამიფრთხილდებოდა.
არც კი ვიცი..

ამ სახლში მსახურებიც ისე ცუდად მექცევიან გეგონებათ რაიმე დანაშაული მქონდეს მათ წინაშე. გასაკვირი არაა, ამაში ხელს არც არავინ უშლის და რატომაც არა, ეგოს იკმაყოფილებენ.


ქალბატონ კიმს სამი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავს. ბიჭი მათ შორის ყველაზე დიდია 20 წლისაა უკვე. დიდია, მაგრამ მაინც ისე იქცევა გეგონებათ თინეიჯერი ბიჭი იყოს.

-არა, არა ისევ ის პომიდორი არ მოიტანო წინაზე რაც მოიტანე. არცერთი არ ვარგოდა.-ტრანსიდან მსახურის საუბარს გამოვყავარ. როგორც ჩანს მძღოლს პროდუქტებს აბარებს.

-ბატონო შეგიძლიათ მეც წამომიღოთ რაღაც?-ვკითხე მძღოლს.

-გისმენ.

-შოკოლადის კარაქი წამომიღეთ, თუ შეძლებთ,-კაცმა თავი დამიქნია და უკანა გასასვლელიდან გავიდა.

-ჯონგუკ? აქ რა გინდა?-წარბის აწევით მკითხა ხნიერმა მოახლემ.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now