8.

399 37 3
                                    

-მისის კიმ?

-შენ აქ რას აკეთებ?

გავოფიანდი,თვალები დამებინდა ენაც გადავყლაპე. რა უნდა მეთქვა? თქვენს შვილთან ვიჟიმავე? სიცხე მაქვს და თეჰიონთან შემოვიარე?

-მ..მე იც..იცით

-მეორედ ვიკითხო?

-უკვე მეორე კითხვა დასვით.

გულში ჩემს თავს ვლანძღავდი. რატომ ვერ ვაჩერებ ენას?

-ბედავ და მეტლიკინები?

აი ეს, უფროსები ყველაფერზე, რომ ამბობენ მეტლიკინებიო სიმართლე ტლიკინი როდიდან გახდა? მაგრამ მაინც დროის მოგებას ვცდილობდი იქნებ თეჰიონი მალე ამოსულიყო.

-ახლავე ადექი, არც კი მინდა იმის წარმოდგენა რას აკეთებდით შენ და ჩემი შვილი აქ.

უკან მიტრიალდა. ავდექი და ჩაცმა დავიწყე. ოთახში თეჰიონი შემოვარდა გიჟივით.

-დედა ნება მომეცი აგიხსნა

-არაფრის ახსნა არ მჭირდება. ცოტა დაუჩქარე და მალე ჩაიცვი.

ტანსაცმელი ჩავიცვი. გული აჩქარებული მქონდა, მეშინოდა ლამის ტირილი დავიწყე. თეჰიონიც დამუნჯებული იდგა.

-აბა ახლა, რა ჯანდაბა მოხდა აქ?

-დედა მისმინე მას არაფერი დაუშავებია. ინიციატორი მე ვიყავი.

-ორივე გადით ჩემი სახლიდან, ახლავე.

თქვა ყვირილით. თეჰიონმა ხელი მომკიდა და სახლიდან გამიყვანა.

-აბა რა ვქნათ?-იკითხა მან.

-რა უნდა ვქნათ? მე ჰოსოკთან მივდივარ შენ კი შეგიძლია იმ ჯინმისთან თუ ვიღაცასთან დარჩე.

-შენც წამოდი.

იცით დავფიქრდი და ჩხუბი იმის გამო მოგვივიდა, რომ ყველაფერი ჩემს ხუშტურზე ვერ იქნება და მივხვდი, რომ ხანდახან საჭიროა სიჯიუტე გვერდით გადავდოთ.

-წამოვალ.ოღონდ ნამჯუნს და ჰოსოკს წამოვიყვან.

-წამოიყვანე.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now