12.

335 31 14
                                    

-დღეს რას ვაპირებთ?-დავამთქნარე.

-მე დეგუში მივდივარ.-კარაქიანი პურის ბოლო ლუკმა შეჭამა იუნგიმ და ჯიმინს აკოცა ლოყაზე.

-ჩანთა ჩაგილაგე, ლანჩბოქსიც ჩავდე. დედას მიულოცე ჩემს მაგივრად და საჩუქრის მიცემა არ დაგავიწყდეს. თეჰიონი ქვემოთაა ჩასული საწვავს ჩაასხამს ამოვა და წადით.

-ვერაფერი ვერ გავიგე. ჯიმინ მოყევი.

-იუნგის დედის დაბადების დღეა და იუნგი დეგუში მიდის. მე ვერ წავალ იუნგის მამა საშინელი ჰომოფობია და სულით ხორცამდე ვერ მიტანს. მამა რომ დავუძახე ერთხელ სკამი მესროლა და ერთი კვირა საწოლში ვიწექი საერთოდ ვერ ვდგებოდი.-დანანებით გააქნია თავი მტკივნეულ წარსულზე.

-თეჰიონი რა შუაშია?

-პირველი იქ თეჰიონის დეიდა ცხოვრობს და ნახავს და მეორე იუნგის უნდა გაყვეს.

-გასაგებია. ხვალ ჩამოხვალთ ხო?

-5 დღეში.

-რა 5 დღეში რაამბავია.

-ხვალ დედას დაბადების დღეა 3 დღეში კი ბაბუა მინის წლისთავი.

-ვწუხვარ.-თავი ჩავხარე.

-მადლობა.-ჯიმინს მიუბრუნდა ბევრს კოცნიდა ჯიმინიც მირცხვი გოგოსავით კისკისებდა. ეხუტებოდა და პაწია სახეს უკოცნიდა.

თეჰიონმა შემოაღო კარი. ქარის სისწრაფით გავვარდი და წელზე შევახტი.

-გეძინა და აღარ გაგაღვიძე.-ტუჩებში მაკოცა.

-მომენატრები.-კისერში ვაკოცე.

-მალე ჩამოვალთ.-თვითონაც მომხვია წელზე ხელი.

ოთხივენი დივანზე ვისხედით. ჯიმინი იუნგის კალთაში ნებივრობდა ვერ ელეოდა შეყვარებულს. თავი თეჰიონის მუხლებზე მედო, ნაქარგი თითებით მეფერებოდა თავზე მეორე ხელი კი მე მეჭირა და შიგადაშიგ ვკოცნიდი ხელზე.

-წავიდეთ თორემ დაგვიანდება ჩასვლა.

-ცოტახანიც.-ამოიბურდღუნა ჯიმინმა იუნგის კისრიდან.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now