4.

537 47 14
                                    

გინდა მუსიკა ჩავრთო?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
მუსიკა ჩართო მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

-არ მიმღერებ?

-არ ვიცი არც ისე კარგად გამომდის.

-ოდესმე მოგისმენია როგორ მღერი?-თავი მოიქავა და სიმღერა დაიწყო. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ჩუმად ვიდეო გადავუღე მაგრამ მაინც შეამჩნია.

-რას აკეთებ?

-ვიდეო გადაგიღე.

-რატომ?

-შეყვარებულები რომ გავხდებით შენი სიმღერა ტელეფონში მექნება.-თეჰიონმა მკვეთრად დაამუხრუჭა.

-ახლა რა თქვი?

-რაიყო.

-რა რომ გავხდებით?

-შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ე ბ ი,-დავუმარცვლე.

-მოიცა ანუ შენც...

-არა. მაგრამ სკოლაში და სახლში ასე ვთქვათ სახალისო იქნება.-თეჰიონმა თავი გააქნია და გზა გააგრძელა.

სახლში ხელჩაკიდებული შევედით. ბანალურია მაგრამ როგორც ვიცი წყვილები ასე აკეთებენ.
-მოდი პატარავ. ფეხი ისევ გტკივა?-წელზე მოვეხვიე და პატარა ბავშვივით ავხედე.

-ჰო და..

-აქ რა ჯანდაბა ხდება.-სიტყვა გამაწყვეტინა მისის კიმმა. შენ აქედან არ მიდიოდი?

-ჩემს შეყვარებულს წესიერად ესაუბრე დედა. ეს თქვენც გეხებათ,-თეჰიონმა ტყუპებს გახედა.

-კიმ თეჰიონ!-დაიყვირა ქალმა, რატომ ყვირის სულ?

-თუ აქ დისკონფორტს შეგიქმნით ცალკე გადავალთ.

-ადით თქვენი დანახვა არ მინდა
კიბეებისკენ გაიშვირა ხელი ქალბატონმა.

თეჰიონმა ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია. ოთახში ავედით და კარი ჩავკეთეთ.

-აქაურობა პენტჰაუსს ჰგავს,-პირი დავაღე

-პენტჰაუსი უფრო მაგარია,-თვალი ჩამიკრა კიმმა.

-პენტჰაუსში ყოფილხარ?

-კი. ექსკურსიაზე რომ ვიყავი მაშინ სასტუმროში დედამ პენტჰაუსი ამიღო. კარგი იყო.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now