2.

595 59 12
                                    

-ეგ რიცხვი არასწორია. საერთოდაც ეგ ამოცანა ფორმულით კეთდება და არა ეგრე ალალბედზე. გამოიყენე პითაგორას თეორემა ეგ რიცხვები პითაგორას ფორმულაში ჩასვი და ამოხსნი. რად უნდა მაგას ამდენი ფილოსოფია?

-სერიოზულად?-წარბაწევით იკითხა გოგონამ.

-აბა არასერიოზულად რა ვთქვი. მე მოვრჩი ჩემს ოთახში წავალ.

ოთახი რომ ვახსენე, ალბათ, წარმოიდგინეთ დიდი ოთახი, მაღალი ჭერით, საკუთარი აბაზანით, პატარა აივნითა და აივანზე წამოსაწოლი სკამით, რომელზეც თბილი პლედი დევს. მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ. ჩემი ოთახი ერთი პატარა სხვენის ოთახია, რომელსაც არც მაღალი ჭერი აქვს და არც პატარა აივანი. თუმცა თბილი პლედი მაქვს.

ზაფხულ-გაზაფხულს კიდევ რაუჭირს. ზამთარში აქ ისე ცივა პინგვინი თავს სამოთხეში იგრძნობს. თუმცა, მისის კიმს ვთხოვე და დენის გამათბობელი მომცა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს გადავიწვი. ძალიან დავიღალე, მაგრამ ჯერ ძილისთვის ადრეა.

რა მოხდა მეცადინეობისას? თეჰიონმა დიდი ხანი გვისმინა მობეზრდა და წავიდა.

ხანდახან მინდა ხოლმე რომ ბაბუასთან და ბებიასთან წავიდე. თუმცა მათ წლების წინ თქვეს უარი ჩემზე. დღემდე ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ დედამ მდიდარზე გაყოლას ვიღაც უბრალო არჩია. მგონი ეს ერთერთი მიზეზია იმის, რატომ მექცევა მისის კიმი ასე. მაგრამ მისის კიმი თუ ასე ცუდად მექცევა ისინი, მგონი, უარესს დამმართებენ.

ადრე, როცა 10 წლის ვიყავი, ჩვევად მქონდა რომ სადმე ვიმალებოდი და წიგნს ვკითხულობდი.

-გამოდი თაგვო,-დავიძაბე.-გიპოვე,-აქ მივხვდი რომ დამერხა.

-რატომ იღებ ჩემს წიგნს? მოგეცი უფლება?-და ყურზე ძლიერად მომქაჩა.

-თეჰიონ მტკივა!

მეორე ყურიც მიაყოლა პირველს. თავი გამოვწიე ბეჭედს გამოვედე და ლოყა გამეჭრა. ვეღარ მოვითმინე უკანასკნელი წვეთი იყო უკვე ეს. წიგნი ავიღე და სახეში მოვუქნიე. წაიქცა მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის რომ ტირილი დაიწყო. დედასთან მივიდა თავი შეაცოდა და მთელი თვე ოთახში გამომკეტეს. მხოლოდ მსახურები შემოდიოდნენ რომ საჭმელი მოეცათ.
ეს რაღაც დიდ ტრამვად დარჩა ჩემს გონებაში.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now