14.

332 29 11
                                    

მშვენიერი დილა გათენდა ჯონგუკისთვის. თეჰიონის მკლავები და სამზარეულოდან ამოსული გემრიელი სურნელი.

-ოე გვრიტებო.-ჯიმინი წიოდა კარის უკნიდან.

-ჯიმინ გაჩუმდი! თეჰიონს სძინავს.-ხმადაბალ წივილში აჰყვა ჯონგუკი.

-ჩამოდით დეიდამ საუზმე მოამზადა.

-მაცადე ჩავიცვა.

შეეცოდა თეჰიონი გასაღვიძებლად, მარამ მან რაიცის რომ თეჰიონაა ღვიძავს?. ვარდისფერი შარვალი და შავი ჰუდი ჩაიცვა თეჰიონს შუბლზე აკოცა და ქვემოთ ჩავიდა.

-დილამშვიდობისა დეიდებო.-მზის სხივებს მიეფიცხა ჯონგუკი, იქვე შენიშნა თეჰიონის ბიძა რომელიც დილის პრესას ეცნობოდა თან უყურებდა ქალბატონების ფუსფუსს.

-დილამშვიდობის, ბიჭები წინა ეზოში არიან.-თავი დაუქნია ჯონგუკმა იმის ნიშნად რონ გასაგებიაო.

თეჰიონის ბიძის ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობდა დეგუს ამ რაიონში და დეგუს აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვე ვუკი ზედმეტად პატიოსანი და გონება გახსნილი მამაკაცია, რამდენი უჩიჩინეს მეზობელმა შინაბერა ქალბატონებმა მაგრამ ნაკლი და წარსულის ცოდვები ვერა და ვერ მოუძებნეს. ახლაგაზრდობაში ისეთი აღნაგობის იყო ახლანდელ ახალგაზრდობას რომ არც დაესიზმრება, დეიდა მეზობელმა ქალმა გააცნო, გსმენიათ ალბათ "მაჭანკალ" ქალებზე ახალგაზრდა ქალბატონების ფოტოებით რომ დადიან კარდაკარ და ბიჭებს აცნობენ. ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. სახლი და ბიზნესი მემკვიდრეობით მამისგან. ორსართულიანი სახლი, წინ ბაღით და უკან ათასნაირი ხილით. სახლის მეორე სართულზე დიდი აივანი, პირველ სართულზე კი პატარა მიშენება თბილ ამინდში რომ მყიდროდ შეძლონ საუზმობა როგორც დღეს.

ჯონგუკმა უკანა ეზოში გააბოტა. საქანელაზე იჯდა იუნგი და ჯიმინი აქანავებდა. იქვე იყვნენ თეჰიონის დეიდაშვილები ერთი მეცადინეობდა მეორე ქვიშაში თამაშობდა.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now