3.

564 51 28
                                    

და მეორე მე ვთქვი რომ სკოლაში არ წაგიყვანდი მაგრამ არ მითქვამს რომ არ წამოგიყვანდი..

-ჰა?

-ნუ კივი და მომკიდე ხელი მანქანამდე მიგიყვან.

-მე რა ფეხები დავკარგე?

-არ დაგიკარგავს, მაგრამ არც გაქვს. მორჩი თინეიჯერი გოგოსავით წიკვინს და დამეყრდენი, თორემ, შენი ხელში აყვანა მომიწევს.-ეს რომ გავიგე ხელი მოვკიდე და დავეყრდენი. მანქანამდე მიმიყვანა. ჩამსვა და ღვედიც თვითონ შემიკრა.

-ხელებიც დავკარგე?

-არა ასე მინდოდა უბრალოდ. ჩემი და სად არის ერთად არ გამოხვედით?-თვალები უაზროდ დააცეცა.

-მათემატიკის მასწაველებელმა დატოვა 15 წუთში გამოუშვებს, ალბათ.-მობეზრებით ავატრიალე თვალები.

-რამე დააშავა?

-არა კაცო. პითაგორას ამოცანები სულ არასწორი ჰქონდა და მერვე კლასის მასალას ახლიდან უხსნის. არადა გავაფრთხილე გუშინ.

-თუ ასეთი გენიოსი ხარ შენ მითხარი აბა ეგ პითაგორა.-ახლა ეს შტერი არაა?

-გამოცდაზე ვარ?

-კი.

-და თუ არ გიპასუხებ მაშინ?-ირონია არ დავაკელი.

-ჩაიჭრები.-წარბები აათამაშა.

-ხო და ხმას არ ამოვიღებ.

-ხო და ჩაიჭერი. შენი სასჯელი იქნება მთელი დღე ჩემთან ერთად ფილმის ყურება.-კი, შტერია.

-მოიცა სასჯელი ჩაჭრაზე როდიდანაა?-ყბაზე ხელი მოვისვი დაფიქრების ნიშნად.

-მე ჩემი წესები მაქვს, ჯონ.
-ყლეობა წესები.-შევუსწორე,- მეტი საქმე არ მაქვს შენთან ერთად ვუყურო ფილმებს. მითუმეტეს სამეცადინო მაქვს. ხვალ შემაჯამებელი წერა მაქ ისტორიაში და უნდა დავასხა ტვინი.

-რად უნდა მერე ისტორიას მაგდენი ჩიჩინი?-გაიკვირვა.

-სერიოზულად? სკოლა ქრთამით დაამთავრე?-ჩავიფხუკუნე.
გაეცინა. სიჩუმე ჩამოვარდა. უხერხული მომენტი ჩანმის მოსვლამ გაფანტა.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now