15. დასასრული

560 33 15
                                    

ჯონგუკი ხიდზე იჯდა, ფეხები ხიდიდან ჰქონდა გადაკიდებული, თავი ხიდის მოაჯირზე ჰქონდა მიდებული და ფიქრობდა. ფეხით მოსიარულეთათვის ხიდზე ადგილი ბორდიულებით იყო გამოყოფილი, მეორე მხარეს მანქანები დადიოდნენ თუმცა იმ საღამოს დიდად არავინ გამოჩენილა.

-მისის კიმი ტყუილად არ ჩამოვიდოდა, ნეტავ რა უნდა.-ხმამაღლა ფიქრობდა და თან რკინას ურტყამდა თავს ტვინის ასამუშავებლად.

-ბიჭო! მანდ რას აკეთებ?-მოესმა მამაკაცის ხმა. მოხუცი კაცი მძიმე ტვირთით უახლოვდებოდა ჯონს.

-იცით ბიძია...-ფეხზე წამოდგა გუკი და შარვალი დაიფერთხა.

-სიკვდილი გინდა? სახიფათოა მანდ ჯდომა.-სიტყვა გააწყვეტინა მოხუცმა. მამაკაცი ჯონგუკზე დაბალი იყო, დამჭკნარი კანითა და ჭაღარა თმით. აქცენტზე ეტყობოდა რომ ადგილობრივი იყო.

-ვფიქრობდი.-მოკლედ უპასუხა გუკმა.-სიკვდილიც არ იქნებოდა ცუდი.-თავი ჩახარა.

-აბა რას ამბობ, ასე საუბარი არ შეიძლება. თუ თავს ცუდად გრძნობ შეგიძლია მომიყვე თუ ეს თავს უკეთ გაგრძნობინებს.- ბორდიულზე ჩამოჯდა მოხუცი და ჯონსაც ანიშნა მის გვერდით დამჯდარიყო.

-არ გიცნობთ და რატომ უნდა მოგიყვეთ?-გვერდით მიუჯდა კაცს გუკი.

-აქაურს არ ჰგავხარ, სტუმრად ხარ?-შესვენებით საუბრობდა კაცი . ეტყობოდა, რომ დაიღალა.

-დიახ, სტუმრად ვარ.

-პაკებთან?

-არა.-თავი გააქნია ჯონმა.

-ვუებთან?

-ჩვეებთან.

-ჩვეს ვინ ხარ?

-ქალბატონი ჩვეს დისშვილის შეყვარებული.

-ჩანმის შეყვარებული ხარ?

-მაგ ლაწირაკს თქვენც იცნობთ? არა ჩანმის შეყვარებული არ ვარ.

-ვიცნობ რომელია, ჩვესთან ახალგაზრდობიდან ვმეგობრობ. კიმის შვილებიც ჩემს ხელში გაიზარდნენ.-ჯონგუკს კაცის მიმართ ნდობა გაუჩნდა.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now