13.

307 31 3
                                    

-ჯონგუკ გაიღვიძე.-იატაკზე გაშოტილ ჯონგუკს ჯიმინი უყვიროდა სამზარეულოდან.

-გაიღვიძე მეთქი.-ფეხი სახესთან მიუტანა და შეარხია.

-ეს დორბლიანი ლაწირაკი.-სამზარეულოში გაფლატუნდა, ჭიქით წყალი აავსო და ჯონგუკს თავზე გადაასხა.

-აუ ჰიონ.

-ადექითქო. სკოლაში უნდა წახვიდე. ერთი კვირაა ლამის არ ყოფილხარ.-ჯიმინმა კალათაში დაიწყო გარეცხილი სარეცხის გადმოყრა.

-მეზარება. წელი მტკივა, ძირს რატომ მეძინა?-წამოდგა და აბაზანაში გავიდა ხელ-პირის დასაბანად.

-ისეთი დაბოლილი იყავი ალბათ საწოლი გეგონა. იუნგის მონაწერი ვნახე დილით დაგირეკავო დანძრეული მაქ. -კალათი წელზე მიებჯინა, აივნის კარი გამოხსნა და სარეცხის გაფენა დაიწყო. ჯერ ფერთხავდა შემდეგ ფერადი სამაგრებით უჭერდა თოკებზე.

-ჰიონ შენ აღებინე?-ფეხშიშველი ჯონგუკი გამოვიდა აბაზანიდან, პირში კბილის ჯაგრისი ჰქონდა გაჩხერილი და კბილება იხეხავდა.

-კი. მოვწმინდავ მერე ჯერ სხვა საქმეები მაქვს. ტაქსის ფულს მოგცემ და სკოლაშ ეგრე წადი. მე არ მყავს მანქანა.

-ფეხით გავივლი.

-დორბლი მოიწმინდე.

ჯონგუკმა გამოიცვალა. შავი სპორტული შარვალი ჩაიცვა გვერდზე ზოლით და დიდი შავი ჰუდი წინ ნაიკის ლოგოთი. ამავე ბრენდის ფეხსაცმელიც ჩაიცვა ჩანთა ჩაალაგა და წავიდა. ტაქსი დაიჭირა სკოლის მისამართი უთხრა, მძღოლმაც მითითებულ მისამართზე გააქროლა.

ჯიმინი წამით არ გაჩერებულა მთელი დღე სახლს ალაგებდა. ჯერ სამზარეულოთი დაიწყო, ჭურჭელი დარეცხა დაამშრალა და მის ადგილზე დააყწყო, თაროები გადაწმინდა, გაზქურა გახეხა, მაცივარიც გაწმინდა თაროები გადმოალაგა და ყველა სათითაოდ დარეცხა. სამზარეულოს შემდეგ მისაღებს მიადგა პილასოსით. დივანი შეძლებისდაგვარად გასწია რომ იქედანაც აეღო მტვერი, ტელევიზორსაც გადაუსვა სველი ტილო. იუნგი ეუბნებოდა რომ ჩართულ ტელევიზორზე სველი ტილო არასდროს გადაესვა ჯიმინი ვერ ხვდებოდა რატომ მაგრამ უჯერებდა უფროსს. იატაკიდან მტვრების აღების შემდეგ სველი ტილო მოუსვა ოთახებში, ფანჯრებიც გააღო და დაანიავა ოთახები, როცა შესცივდა მერე დახურა. მშრალი სარეცხი ჩამოხსნა დაკეცა და მის მისი ადგილები მიუჩინა შემდეგ მაგიერი სარეცხიც დაფინა.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now