9.

411 36 8
                                    

ნამჯუნი ჰოსოკს ჩაეხუტა, ლამის გაჭყლიტა. ასეთი ბედნიერ ჰიონი არ მინახავს. მათი შემხედვარე ჩემს სასიყვარულო ცხოვრებაზე დავფიქრდი, მაქვს ურთიერთობა იდეალურ მამაკაცთან რომლის მიმართ არანაირი სასიყვარულო გრძნობა არ მაქვს და მასთან მხოლოდ სექსი მაკავშირებს. თავი დამნაშავედ ვიგრძენი. თეჰიონი სათამაშო არაა მხოლოდ ჰორმონების ჩასაწყნარებლად გამოვიყენო.

-დაგიჭირე-წელზე მომეხვია თეჰიონი.

-თეჰი მოგვიანებით რაღაცაზე მინდა გესაუბრო.

-როცა გინდა საყვარელო.-კისერში მაკოცა. ტაომ დამაყარა.

-რა საყვარლები ხართ.-ჰოსოკს თვალებით ვანიშნებდი მოეკეტა.მისაღებ ოთახში დავბრუნდით ბიჭებთან.

-იუნგის აგომა დაეზარა და აღარ გამოვედი რა მოხდა მოყევით.-თქვა ჯიმინმა და იუნგის დაადო თავი, მდივანზე ზურგით მიწოლილმა იუნგიმაც ხელი გადახვია.

-ნამჯუნმა ჰოსოკს შეყვარებულობა სთხოვა.-წამოვიყვირე, მიხაროდა ჰიონების ერთად ყოფნა.

-ყველა მომენტს ნუ მიფუჭებ.-წყენით თქვა ჰოსოკმა.

-როგორც მივხვდი დასთანხმდი.

-დიახაც.-ლოყაზე აკოცა ჰოსოკს ნამჯუნმა.

-თეჰიონ მეც მინდა ჩახუტება.-დიდი მკლავები მომვია მხრებზე და თავით კისერში შეძვრა. პატარ-პატარა კოცნებს ტოვებდა კისერში.სრულ ნეტარებაში ვიყავი, ხელები მოვხვიე.

-გვიანია, ჯიმი პატარავ ლოგინები გაშალე ბიჭებისთვის მე მარკეტში ჩავალ დილისთვის ამოვიტან პროდუქტებს.-ჯიმინმაც საყვარლად დაუქნია თავი და ტუჩებში აკოცა.

ნამჯუნი, იუნგი და თეჰიონი მარკეტში ჩავიდნენ მე, ჰოსოკი და ჯიმინი ლოგინებს ვშლიდით.

-ბიჭებო ერთ წყვილს გასაშლელ დივანზე მოუწევს დაძინება ორი საძინებელი გვაქ მხოლოდ.

-ნამჯუნი ძალიან მაღალია მე და თეჰიონი დავიძინებთ მდივანზე. თეთრეული მომეცი და მე გადავაკრავ.-ჯიმინმა მისი და იუნგის ლოგინი ასწია სათავსოდან ლეიბი ამოიღო და მისაღებში დივანზე გადააფინა. თეთრეული მომცა. ბამბის თეთრეული, დღეს ტკბილად დამეძინება. ორი ბალიში მომაწოდა ჯიმინმა ბალიშებსაც გადავაკარი და თეჰიონს დაველოდე. 15 წუთში ამოვიდნენ.

დარჩი, ან გაიქეცი/ Stay Or RunWhere stories live. Discover now