28

138 6 16
                                    


,,ჩვენ სამუდამოდ"

ნამჯუნის POV

დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით მე და ჯენი ერთმანეთზე აკრულები, სიცივისგან აღარ კანკალებდა და სხეულის ტემპერატურაც გაეზარდა, თუმცა სახეზე მაინც იწოდა. მემგონი სიცხემ უფრო აუწია. თავი ჩემს კისერში უდევს, თანაბრად სუნთქავს, ხელები მჭიდროდ აქვს ჩემზე შემოხვეული და მჭიდროდ სძინავს. თავზე ტკბილად ვაკოცე და წელზე ფერება დავუწყე. რა საყვარელია, ხანდახან კი როგორ მაშნებს ხოლმე. რას წარმოვიდგენდი თუ მასთან ერთად ასეთ სიტუაციაში ავღმოჩნდებოდი, მართალია კინაღამ გავიყინეთ მაგრამ... მაგრამ! მთავარია ერთად ვართ და ვფიქრობ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის!
ჩემს ფიქრებზე მეღიმება და მზერა მძინარე ჯენისკენ გადამაქვს. ნელ-ნელა იშმუშნება, თავს გვერდით აბრუნებს და ტუჩებს შემთხვევით ყელზე მაბრჯენს, მალევე ისევ იშმუშნება და პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.
მე: - გაიღვიძე ლამაზმანო?
ჯენი: - კი... - მპასუხობს ცოტა ხანში და სახიდან თმებს იწევს, - რომელი საათია? - მეკითხება და თვალს მანქანას ავლებს.
მე: - თერთმეტი ხდება - ვეუბნები და ტელეფონს სავარძლის ქვემოთ ვაბრუნებ.
ჯენი: - არავის გამოუვლია?
მე: - არა ლამაზმანო, ჯერ არვის... - ვპასუხობ და მის სხეულს გულზე ვიხუტებ, - მემგონი მაღალი ისცხე გაქვს ჯენი! - ვეუბნები და შუბლზე ხელს ვადებ.
ჯენი: - ხო, მემგონი... ცოტა თავბრუ მეხვევა - იძახის და ადგომას ცდილობს - ჩავიცმევ ტანსაცმელს!
მე: - იყავი! - ვეუბნები მკაცრად და თავის ადგილას ვაბრუნებ - გარეთ ისევ ცივა, ძლივს გათბი და კიდევ უნდა გაიყინო?
ჯენი: - გავთბი და აღარ მინდა რაა... - დაიწყო ბუზღუნი.
მე: - ჯენი!
ჯენი: - ნამჯუნ! - მაჯავრებს და სახეში ცოტახნით მიწყებს ყურებას. მზერა მის ტუჩებზე გადამქვს, რომლებიც მთვარის შუქზე მაცდურად ელავენ, ცდუნებას ვეღარ ვუძლებ და წამით ძლიერად ვკოცნი, - თუ არ იშლი მაშინ კარგი - ვეურნები და ისევ ისე ვიკრობ მის ხეულს - ოღონდ ცოტა ხნით ასე ვიყოთ! - წელზე ხელებს ვხვევ, ისიც აღარაფერს მეუბნება და მკლავებში მიჩერდება - იცი... ვერ ვიჯერებ, რომ მე და შენ ერთად დავჩირთ სადღაც უღრან ტყეში, თან შენ შეყვარებულობაზე დაგითანხმეე - ვეუბნები სიცილით.
ჯენი: - ხოო? გინდა დაგაჯერო?- მეკითხება და პასუხს უცდის.
მე: - კი! - ვპასუხობ სწრაფად და ორ წამში ტკივილისაგან ყვირილს ვიწყებ - ააა! მეტკინა! - ვეუბნები ნაწყენი ხმით. 
ჯენი: - არ მჯერაო და...
მე: - მერე საჭირო არ იყო ასე მწარედ გეჩმიტა! - ვუთხარი ხმამაღლა და გაბუტულმა ლოყები დავბერე.
ჯენი: - კარგი ბოდიში - მითხრა ჩუმად და ლოყაზე მაკოცა, - მაინც ხომ დაგაჯერე არა?!
მე: - კი, მაგრამ კოცნით უფრო დავიჯერებდი! - ვეუბნები ღიმილით და მხარზე ვკოცნი.
ჯენი: - არაუშავს - ამბობს სიცილით და ჩემი ხელებიდან თავს იძვრენს - ჩავიცვათ!- იძახის ხმამაღლა და თავის ტანსაცმელებს იღებს.
მე: - კარგი ხოო - ვამბობ და ჩასაცმელად ვიწევი.
ჯენი: - ისე, ტელეფონი მაინც იჭერდეს... - ჩაილაპარაკა დალაპარაკა დამწუხრებულმა - ალბად ბაშვები როგორ ნერვიულობენ! - თქვა ხმადაბლა და ტანზე თავისი ქურთუკი მოიცვა.
მე: - მაგაზე ნუ იფიქრებ ლამაზმანო😊 - ვუთხარი ღიმილთ და ჰუდი შევისწორე, - ყველაფერი კარგად იქნება!
ჯენი: - ხოო... იქნება! - იძახის ღიმილით, თავისი ჩანთიდან ის შოკოლადი ამოაქვს და ხსნის - არ გინდა?
მე: - ამ შუაღამეს?😂 - ვეუბნები სიცილით.
ჯენი: - ხო! - იძახის გადაწყვეტით და ნახევარ ფილას მაძლევს, - გირჩევნია დროზე შეჭამო თორემ ჩემსას რომ მოვრჩები შენსასაც გამოუჩნდება პატრონიი - მეუბნება მუქარით და თავისი წილის ჭამას იწყებს.
მე: - ხოო? მაშინ მაწყობს - ვეუბნები სიცილით და პლედს ვიღებ, - რომ მორჩები ჩემიც აიღე.
ჯენი: - კარგი! მადლობა - იძახის ღიმილით, სავარძელზე კომფორტულად თავსდება. მე მუცელზე ვეხუტები და ცალი ხელით თმებზე მეფერება.

We... forever/ ჩვენ... სამუდამოდ(მიმდინარე) Where stories live. Discover now