Part 1

180 9 2
                                    


7:45 წუთზე კესო ზლაზვნით ადგა თბილი საწოლიდან. ყოველთვის ვერ იტანდა დილით ადრე ადგომას, გინდ მოგეკლად ოღონდ საწოლიდან არ აგეყენებინათ. მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? მის მაგივრად ხომ ვერავინ ვერ წავიდოდა უნივერსიტეტში.
პირველი დღე იყო და შესაბამისად ვერც გააცდენდა და ვერც დააგვიანებდა.



***

კესო 20 წლის გოგოა. არქიტექტურის განხრით ინტერიერის დიზაინზე 100%-იანი გრანტით მოხვდა უნივერსიტეტში. ის არ ჩამოუვარდებოდა არცერთ გოგონას სილამაზით, მეტიც, მისი სილამაზით გოგო იქნებოდა თუ ბიჭი ყველანი მოხიბლულები რჩებოდნენ. ულამაზესი მუქი მწვანე თვალებით, გრძელი წამწამები, შავი გრძელი თმა, პატარა კურნოსა ცხვირი, ალუბლის ფერი მსხვილი ტუჩები, გამხდარი მაგრამ საუკეთესო ტანის მეპატრონე. ხასიათებითაც გამოირჩევა, ზედმეტს არავის არ ათქმევინებს, თავის თავში დარწმუნებულია, არ უყვარს შემეტენე გოგოები და არ მიეკუთვნება იმ გოგონათა კატეგორიას, რომელნიც ბიჭის გამო ყველაფერზე წამსვლელნი არიან. როცა მართალია, რაც არ უნდა იყოს, თავს არ დააჩაგვრინებს და არ გაჩუმდება, დაამტკიცებს იმას რომ მართალია. არ უყვარს როდესაც მისი თანდასწრებით ვინმეს ამცირებენ, ზოგს კი ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. მას ჰობად ჰქონდა ელექტრო გიტარაზე დაკვრა, უყვარდა განმარტოებისას დაკვრით დაკავება. თავისებური იყო ყოველთვის, გაგიკვირდებათ და რაც არ უნდა გეთქვათ, თითქმის ყველაფერის გაკეთება შეეძლო. კესოს ჰყავს საუკეთესო მეგობარი, რომელიც ყველას ურჩევნია. ნუცა და კესო 3 წლიდან ერთად იზრდებიან. ყოველთვის ჰქონდათ ერთმანეთის იმედი, ერთმანეთს არ შორდებოდნენ, მათ ერთად ყოფნას კი ის უწყობდა ხელს, რომ მათ მშობლებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ამავდროულად კი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.



ნუცაც გამოირჩეოდა თავისი შეხედულებითა და ხასიათებით. ნუცა კესოსთან შედარებით მაღალი გოგოა. ქერა მხრებამდე თმით, ცისფერი თვალებით, კურნოსა ცხვირით, დინჯი და ნაზი შეხედულებისაა. ხასიათებით კესოს ჰგავს, სწორედ ამიტომაც არის ასე კარგად რომ უგებენ ერთმანეთს. ნუცამ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. როგორც კესო, ისიც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, შესაბამისად მანაც 100%-იანი გრანტით ჩააბარა. მას ჰყავს შეყვარებული, ალექსანდრე ბათიაშვილი, მალე ერთად ყოფნის 2 წელს აღნიშნავენ. უზომოდ უყვართ ერთმანეთი და ამაში დღითიდღე რწმუნდებიან.




Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now