Part 6

71 5 0
                                    

ეს დღე სასტიკად გაიწელა.
ბოლო ლექცია ფერის ფსიქოპარამეტებზე პქონდათ.  შიმშილისაგან უკვე თავბრუ ეხვეოდათ, ამას კი უამრავი ფერი ემატებოდა, რომლებიც თავბრუს ხვევას უფრო უმძაფრებდა. მათ გარშემო იყო სხვადასხვა ნაირსახეობის ფერები ირეოდა, რომლის სახელიც შეიძლება ბევრს არ სცოდნოდა. ამ ფერების მიმოხილვას უსმენდნენ, მაგრამ კესოს და ელენეს გონება სხვაგან დაფრინავდა. ისე შიოდათ ლექციას კი არა კუჭს უსმენდნენ, თუ რა ესიამოვნებოდათ ეხლა რომ დაეგემოვნებინათ. თუმცა ეს ფიქრები მალევე უკუაქციეს, რადგან ამდენ წვალებას წყალში ყრიდნენ და ლექციაზე გონებაგაფანტული ჯდობა არაფერ შედეგს არ მისცემდა მათ.

როგორც იქნა ლექციებიც დასრულდა. სახეგაბრწყინებული კესო და ელენე, კი არ გამოვიდნენ, არამედ, თავქუდმოგლეჯილნი გამოვარდნენ უნივერსიტეტიდან. გეზი ელენეს სახლისკენ აიღეს და იქით გაეშურნენ.

-- ელენე, ისე მშია ეხლავე წავიდოდი კაფეში! ყველაფერს გადავჭამდი და სახლამდე ძირს ხოხვით მივიდოდი!- თქვა კესომ და ელენეს საწყალი თვალებით გადახედა.

-- ვა კესო, შენ დაჟე ჭამ?- ვითომ გაკვირვებული სახე მიიღო ელენემ.


-- მოდი ვაღიაროთ ელენე, რომ ეს ხუმრობა არ იყო.- თვალი ჩაუკრა ელენეს და ორივეს გაეცინა.

-- ჩემთან რო მივალთ, ჩემ დას გაგაცნობ. ცოტა შევჭამოთ და რო ვიმეცადინებთ კაფეში წავიდეთ.

-- მაშინ შენი დაც წამოვიდეს, უფრო კარგად გავატარებთ დროს და პლიუს მეც უკეთ გავიცნობ, რა აზრის ხარ?

-- კარგი აზრია, ალბად ის ეხლა უკვე სამსახურში წავიდოდა, უნივერსიტეტიდან პირდაპირ სამუშაოდ მიდის. რომ მოვა კაკრას ჩვენც მოვრჩებით სწავლას და უარს არ იტყვის წამოსვლაზე.

-- რამდენი წლისაა შენი და?

-- ტასო ჩემზე ერთი წლით დიდია.

-- გასაგებია, გამიხარდება მისი გაცნობა.

საუბარში სახლამდეც მიაღწიეს. ხელები დაიბანეს და მაშინვე ისადილეს. მალევე სამეცადინოსაც შეუდგნენ და ისე ჩამოჰკრა საათის ისარმა 8 საათს, რომ ვერცერთი ვერ მიხვდა.

Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now