Part 7

66 5 0
                                    


თორნიკე დილით გვიან ადგა, საათს რომ დახედა უკვე 3 ხდებოდა. გაემზადა, საჭმელი ჭამა და გაბრიელს დაურეკა.

-- გაბრიელ, ჩემთან მოდი რა, მაგარად მეზარება გამოსვლა, თან ბაკურიანის თემაც განვიხილოთ.

-- ვჭამ. რო გავემზადები მოგწერ და გამოვალ.

-- კარგი მიდი, გელოდები.

დრო ნელ-ნელა გადიოდა, დღეს უკვე 16 დეკემბერი იყო. ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმებისთვის თავი უკვე უნდა მოეყარათ. მალე კესოც დაბრუნდებოდა უნივერსიტეტიდან.

, ვახსენეთ კესოც და კარზე ზარის ხმა გაისმა. თორნიკე ზანტად ადგა და გააღო კარები, თავიდან გაბრიელი ეგონა, სულ დაავიწყდა კესო რომ უნდა მოსულიყო, მაგარამ გაბრიელის მაგივრად კესო იდგა ყურებამდე გაკრეჭილი.

-- კესო? უკვე მოხვედი? მე მეგონა დღეს პირდაპირ სახლში არ მოხვიდოდი.

-- თორნიკე, ისეთი სახე გაქვს, ასე მგონია საკუთარ სახლში კი არა, სხვის სახლში მოვედი შეცდომით.

-- ღმერთო შემოდი, შემოდი. - გაეცინა და სახლში შემოუშვა კესო.

-- ჯანდაბა, ისე დავიღალე ფეხებს ვეღარ ვგრძნობ!- აწუწუნდა კესო და სკამზე ჩამოჯდა.

-- მიდი ნუ წუწუნებ, გამოიცვალე და ჭამე.- ფეხზე წამოაგდო სკამზე ჩამომჯდარი კესო.

-- ჰო კარგი, კარგი!- ადგა და ოთახში შევიდა.

გარეთ ციოდა, მაგრამ სახლში კატასტროფულად ცხელოდა ცენტრალური გათბობის გამო. ასე რომ თბილად ჩაცმისთვის თავი არ შეუწუხებია და ბრეტელებიანი პიჟამა ჩაიცვა.

 ასე რომ თბილად ჩაცმისთვის თავი არ შეუწუხებია და ბრეტელებიანი პიჟამა ჩაიცვა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now