Part 23

139 7 6
                                    




*5 ივნისი*



— ვერ ავიტან გეფიცები!! ან ჩუმად შევიპარები და ყელს გამოვჭრი, თუნდაც გავგუდავ, ან კიდევ აქედან გადავა. შემომაკვდება მეთქი გეუბნებით.- დიდი ემოციებითა და ხელების ჰაერში ფრიალით ლაპარაკობდა მია.


— ვიზე ამბობს რახდება?- იკითხა სახლში ახლად მოსულმა დათამ.

— აუ დაჯექი გთხოვ, მოკვდები სიცილით.- ისევ "აღრუტუნდა" ტასო.

— რა გაცინებს გოგო რა?!- "ამოასხა" მიამ.

— მიდი თავიდან მოყევი დედას გაფიცებ.- სიცილისგან წამოსული ცრემლები მოიწმინდა ნუცამ და დამშვიდება ცადა, თუმცა უფრო უარესად აუტყდა სიცილი მიას დამანჭულ სახეზე.

— ლაზღანდარაობთ არა? თქვენც ზედ მიგაყოლებთ.- საჩვენებელი თითი დაუქნია ირგვლივ ყველას მიამ.


— მოყევი რააა.- ჩააჯინდა კესო.

— კარგი.- "გამწარებული" და "დამარცხებული" სახე მიიღო მიამ და ყველაფრის თავიდან მოყოლა დაიწყო.— მოკლედ...- სიტყვა გააწყვეტინა დათამ.


— მოკლედ არა გრძლად გვინდა.


— მაცდი?!?! თუ მოგცე ახლა გრძელი?!- ამაზე სუყველამ გადაიხარხარა.


— მოყევი გოგო რა.- დაიმანჭა ელენე.


— გუშინ ჩემთვის ესე ლაღად მოვიოდი სახლში უნივერსიტეტიდან. ჰოდა მივდივარ და ავდივარ სადარბაზოში, ვეტაკები ვიღაცას, მეთქი ბოდიში-თქო, ზედაც არ შემიხედავს ისე გავუარე გვერდი, ნუ ეტყობოდა რო იმანაც დაიკიდა, პროსტა გაატარა და წავიდა, არაფერი არ უთქვია. ჰოდა მერე ესე 2 საათის მერე ჩავდივარ მაღაზიაში რა, რო მეთქვი კოკაკოლა მინდა რა. ჰოდა ბიჭო ვაღებ კარებს... არ გავაღე და არ შემეჩეხა ეს ხესავით აყლაყუდა საქონელი?! სადარბაზოს კარები რო გავაღე ზუსტად მაშინ გააღო იმანაც თავის კარები და დავრჩით ესე ორივე გამოქლიავებულები და მიშტერებულები ერთმანეთზე. ყბა ჩამომივარდა... გეფიცები აზერბაიჯანელი და თათარი რო გადმოსულიყო მაგ სახლში ეგ თუ არ მერჩივნა ვიდრე ეგ. რა ჭირივით დამყვება რა ჯანდაბა უნდა? რაღა მაინც და მაინც იქ გადმოვიდა სადაც მე ვცხოვრობ?!- ისე სასაცილოდ ლაპარაკობდა და მოძრაობდა ლაპარაკის დროს, ბავშვები ერთმანეთს სიცილით აწყდებოდნენ.


Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now