Part 24

125 7 10
                                    





— აწევ შენს ვეებერთელა უკანალს თუ წავიდეთ შენ გარეშე??- დასჭყივლა თავზე კესოს მიამ.


— დავაი რა. მირჩევნია სახლში ვიყო და მეძინოს.- გვერდი იცვალა კესომ.


— ჰოდა ეგდე სახლში მარტო.- უკანალზე მოარტყა და დაბლა ჩავიდა, შეკრებილ ბავშვებს კი "ახარა" ახალი ამბავი.— არ მობრძანდება, მირჩევნია მეძინოსო.


— რა აზრი აქვს ეხლა ეგ აქ დაიძინებს თუ იქ?- თავი კოიფხანა დათამ.


— ჩემი ძმაა, აქ რბილად ძინავს.- ჩაიცინა ლაშამ.


— ოჰ, კაი ერთი.- თქვა ნუცამ.— წავალ მე ავაგდებ.- ისე დარწმუნებით თქვა რომ ყველას იმედი ქონდა უკან კესოსთან ერთად დაბრუნდებოდა მარა ნურას უკაცრავად, 5 წუთში ისევ მარტო დაბრუნდა.— გათხლაშული გდია ლოგინზე და არ დგება. შანსი არაა მაგას ვერ წამოვიყვანთ, თუ ვირზე შეჯდა მერე უკვე ვსო.



— ჰოდა წავიდეთ ჩვენ.- თქვა ერეკლემ და აქეთ-იქით მოიხედა.- გაბრიელი სადაა?


— აბა გამოიცანი.- გაეცინა თორნიკეს.


— შანსი არაა. ეგეც ერჩება ბიჭო?


— სადაც კესო იქაც ეგ.- გადაიხარხარა მარიამმა.


— წავიდეთ რა მალე.- თქვა მიამ და ყველანი მანქანისაკენ გაეშურნენ.


სახლი დაცარიელდა და იქაურობა სიმყუდროვემ მოიცვა, გაბრიელი კი ღია ოთახის კარებზე აყუდებულიყო და მძინარე კესოს აციმციმებული თვალებით შეჰყურებდა.

შემდეგ ნელი ნაბიჯით საწოლს მიუახლოვდა და კესოს გვერდით მიუწვა, ხელები მის პატარა სხეულს მოხვია და თავის სხეულზე აიკრა.

კესო შეიშმუშნა და თვალები ნელა გაახილა, გვერდით გადატრიალდა და გაბრიელის დანახვისას დაიმანჭა.


— აუ რატო გამაღვიძეე.- დაიბუზღუნა და ხელი მიჰკრა რომ გაწეულიყო.


— არ მინდოდა.- ჩაეცინა გაბრიელს.

— აუ წადი რაა.- ისეთი საყვარელი ხმა ქონდა კესოს, რომ გაბრიელს წამიერად მოუნდა მთელი სახე და განსაკუთრებით კი მისი ბაგეები სულ დაეკოცნა.


Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now