Part 19

103 10 6
                                    



შიგნით შესვლისას კესომ ცხვირი შეჭმუხნა აუტანელი სუნი გამო. საშინელი ადგილი იყო. აქ ყველანაირი საზოგადოების წევრები იყვნენ თავშეყრილნი. აღგზნებული ახალგაზრდებითა და ნარკომანი პირუტყვებით იყო გადაჭედილი ეს უკანასკნელი.



— რა საშინელებაა.- დაიჭყანა კესო.— მეტი კარგი ადგილი ვერ შეარჩიე ნუცა?

— გოგო ნუ ხარ გამოქვაბულში ჩარჩენილი. გაერთე რა.

— კესო მართალია.- დაეთანხმნენ ბიჭები.

— ჰო მართალი იქნება აბა რა, თქვენც მაგის ჭკუისები ხართ.

— წავალ სასმელს მოვიტან.- თქვა გიორგიმ და მარისთან ერთათ ბართან მივიდა.

— ალექს...- წამწამები დაუფახუნა შეყვარებულს და გვერდით აეტუზა.

— რა გინდა ნუცა?- მიხვდა რომ რაღაც უნდოდა, ხშირ შემთხვევაში ეგრე იქცევა ხოლმე.

— არგინდა ვიცეკვოთ?

— წამო.- გაუცინა, საცეკვაო მოედანზე გავიდნენ და უამრავ უცხო ხალხში შეერივნენ.

— ელენე ესე მონაზონივით უნდა იჯდე თუ გაიხდი მაგ მოსაცმელს? არ გცხელა?- იკითხა ტასომ.

— არმინდა... უხერხულად ვარ.

— მაგაზე აქამდე უნდა გეფიქრა, კულულა.- სიმწრით გადაუჩურჩულა ელენეს თორნიკემ, ისე რომ მხოლოდ მათ გაეგოთ.— შეგიძლია გაიხადო, სანამ აქვართ ზედმეტს ვერავინ გაბედავს.

ელენე სირცხვილით ახურდა და სულ გადაწითლდა. მაგრამ მაინც გაიხადა მოსაცმელი და ცდილობდა დამშვიდებულიყო.


თორნიკეს კი უჭირდა ელენესთვის თვალის მოშორება როგორც ყოველთვის. ბოლოს თავს გადააბიჯა და ელენეს ხელი დაავლო, წამო რამე დავლიოთო. ელენეს გაუკვირდა, მაგრამ მაინც გაჰყვა.


— თორნიკე ბარი იქითა მხარესაა, არასწორედ მიდიხარ.- წარმოთქვა ჩურჩულით, მაგრამ მაინც გასაგონად როდესაც სხვა მხარეს გაიყვანა.

Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now