Part 20

91 7 8
                                    



დილა ჩვეულებრივად დაიწყეს, როგორც ყოველთვის კესომ და გაბრიელმა ისევ იჩხუბეს. მაგრამ... რა მოხდა გუშინ ღამით ელენესა და თორნიკეს შორის?

ეს საინტერესო კითხვაა...

დასაძინებლად ოთახში როგორც კი შევიდნენ, თორნიკემ ელენე მიიმწყვდია და მის კულულა თმებში ახლართა ხელი.

— თორნიკე რას აკეთებ?- იკითხა და თვალი კიდევ ერთხელ შეავლო ნასვამ თორნიკეს, რომელსაც თვალები ცეცხლივით უგიზგიზებდა.

— შენი აზრით?- კითხვაზე კითხვით უპასუხა თორნიკემ.

არა, ეს გოგოები ცოტა ოჭკუოები ვართ...
სულ რამოდენიმე საათის წინ ამბობდა, დრო მჭირდება და არ მინდა არასწორი ნაბიჯი გადავდგაო, მერე გაუთამამდა და ისე იქცეოდა აგრძნობინებდა რომ მოსწონდა და ახლა? ახლა კი ისევ მსხვერპლის როლი მოირგო...

თორნიკემ მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო, ელენე ახლოს მიიზიდა და ნელა, ვნებიანად აკოცა.

თავიდან ელენე მის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ ბოლოს დანებდა და ისიც აჰყვა კოცნაში.

თორნიკემ თეძოებზე ხელი მოკიდა და ელენემ იგრძნო თუ როგორ მოსწყდა მისი ფეხები მიწას და როგორ აღმოჩნდა წამებში თორნიკეს წელის გარშემო.

ერთმანეთის მოუშორებლად და კოცნის შეწყვეტის გარეშე, თორნიკე საწოლს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და ელენე ფრთხილად გადააწვინა.

შემდეგ გაჩერდნენ, თვალებში ჩასციცინებდნენ ერთმანეთს, მერე კი გვერდი-გვერდ დაწვნენ და ერთმანეთზე მიხუტებულები, მათი გულის ცემას უსმენდნენ.

— ეხლა რა ვქნათ?- იკითხა თორნიკემ დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ.


— რაზე?- დაიბნა ელენე.

— ანუ ერთად ვართ?- განუმარტა თავისი შეკითხვა.

— ჰო... ანუ ერთად ვართ.- უფრო მიეკრო ელენე.


გაბრიელს ჩაეცინა, ელენეს მიეხუტა, თავზე აკოცა და ისე ტკბილად ჩაეძინათ ორივეს, რომ მგონი ასე კარგად არასოდეს არ უძინიათ.

Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now