Part 18

107 9 2
                                    



გაბრიელი რამოდენიმე წუთით კესოს ისე მიშტერებოდა, რომ აშკარა იყო იგი თავის მაქსიმალურს ცდილობდა, რათა თავი შეეკავა და შეეჩერებინა მისი ბუნებრივი მოთხოვნილებები.

კესო მომხიბვლელი იყო, როგორც სხვა ნებისმიერ დროს, ისევე ახლაც. თვითონ კი ხვდებოდა გაბრიელი რატომაც იყო ასე, მაგრამ ცდილობდა თავი ისე დაეჭირა, თითქოს ვერაფერსაც ვერ ხვდებოდა.



— კესანე.- ბოლოს ბოხი ხმით, მაგრამ ოდნავ ჩურჩულით წარმოთქვა მისი სახელი.


— გისმენ.- კესომაც არ დააყოვნა პასუხი.

გაბრიელმა რამოდენიმე ნაბიჭი ისე გადადგა მისკენ, რომ მათ შორის არსებული მანძილი, სრულიად აორთქლდა.


— რა. ჯანდაბა. გაცვია.- ვერ გაიგებდით, ამ წამს ის გაბრაზებული იყო, თუ საერთოდაც იმედ-გაცრუებული.


— ვერ ხედავ?- არ დაიბნა კესო.

— ვხედავ! ძალიან კარგად ვხედავ! ჯანდაბა... შენ... კესანე ამით აპირებ წასვლას?!- ამ სიტყვებში გაბრიელის ყველანაირი ემოციები გადმოიცა.

— მემგონი ლოგიკურია და უნდა მიხვდე რომ ესე მივდივარ.- ქვედა ტუჩი ამოაბრუნა კესო.

— ძალიან ცდები პატარავ, თუ გგონია რომ სადმე ესე ჩაცმული გაგიშვებ.- მწარედ ჩაიცინა და მისი თმები თავის ხელის მტევანში მოიქცია.

— შენი ნებართვა არც მჭირდება გაბრიელ.- მკვახედ მოუჭრა პასუხი და არც უცდია მათ შორის მანძილის გაზრდა.

— არ წახვალ.

— წავალ.

— ეს შეკითხვა არც ყოფილა.- ჩაიცინა და მისი ხელის მტევანზე დახვეულ კესოს თმებს, ისე დასუნა, რომ თითქოსდა ეს იყო ის არომატი, რომელიც უნდოდა მთელი ცხოვრების მანძილზე ესუნთქა.

— არ მაინტერესებს, წავალ.- აქ უკვე კესოს აფორიაქება საკმაოდ ეტყობოდა და რა საკვირველია, ჩვენს ბარათაშვილს ეს არ გამოეპარებოდა.


Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now