Part 10

61 4 0
                                    


საღამო ხანს კესომ ნუცას, ელენეს და ტასოს დაურეკა, რომ მასთან მისულიყვნენ. რადგანაც მათ უკვე დაასრულეს ბარგის ჩალაგება, ახლა კესოს ჯერიც დადგა. მაგრამ კესო პირველად მიდიოდა სამეგობრო წრესთან ერთად დასასვენებლად, ამიტომ არ იცოდა თუ რა ჩაელაგებინა. იფიქრა თან მომეხმარებიან ტანსაცმელების ჩალაგებაში და არჩევაშიო, თან ცოტას გავერთობითო. ერთი პლიუსი ის იყო, რომ თორნიკე ბიჭებთან ერთად იყო გასული გარეთ და მათ ხელს არ შეუშლიდა.


სანამ გოგოები მოვიდოდნენ, კესომ პეპერონის პიცა და სუში გამოიძახა. იქამდე, მანამ შეკვეთას მოიტანდნენ, უცებ მაღაზიაში ჩაირბინა და რაც ხელში მოხვდა ყველაფერი წამოიღო.


ამასობაში შეკვეთაც მოიტანეს და კესომაც პატარა მაგიდაზე გაანაწილა ყველაფერი. შემდეგ სამზარეულოში გავიდა და ბატი-ბუტის ახლას შეუდგა.

მალევე კარებზე კაკუნის ხმაც გაისმა და კესოს არც დალოდებიან ისე შევიდნენ შიგნით.






-- ოჰ ქალბატონი ნუცაა, იკადრე გამოჩენაა?- გამოსძახა სამზარეულოში მყოფმა კესომ ნუცას.





-- ბოდიშით თუ შეყვარებული მომენატრა, რომელიც თვეებია არ მინახია და მასთან დრო გავატარე.- ნუცამაც გაიცინა და კესოსთან გავიდა. მას ელენეც და ტასოც თან გაჰყვა.





-- მერე გამოსულიყავი ალექსანდრესთან ერთად, მეც ვნახავდი და გოგოებიც გაიცნობდნენ.





-- არ გამომყვა, მარტო მინდა შენთან ერთად ყოფნაო, ძვლივს გნახე და მინდა მარტო ჩვენ გავატაროთ ერთად დროო. ეხლა კიდე ლაზარესთან ერთად დაბოდიალობს.- მხრები აიჩეჩა და გვერდით ამოუდგა.





-- შენი ძმა სად არის? რაღაც არ ჩანს და სიწყნარეა.- მიმოიხედა ელენემ აქეთ-იქით.

-- მოვიდა ჩიტი და თავის გვრიტს ეძებს.- გადაიხარხარა კესომ და საპასუხოდ თავში წამორტყმა მიიღო.

Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now