Part 14

71 6 5
                                    



დილით კესომ თავისდა გასაკვირად 7ზე გაიღვიძა. რადგანაც ვერ დაიძინა დაბლა სამზარეულოში ჩავიდა და გუშინდელი მირეული სახლის მილაგება დაიწყო.

მილაგების შემდეგ სამზარეულოში გადაინაცვლა და პახმელიაზე მყოფი მეგობრებისთვის რაიმე გემრიელის მომზადება გადაწყვიტა. ჯერ შოკოლადიანი ბლინები გამოაცხო, მერე თორნიკეს საყვარელი წვნიანი და ასე საჭმლის მზადებით გავიდა დრო.

უკვე 11 საათზე ყველანი დაბლა ჩამოვიდნენ, წინ კი მადისაღმძვრელი სანახაობა გადაეშალათ. ეს-ეს იყო კესომ ბოლო კერძი გამოიტანა და მაშინვე ყველამ თავიანთი ადგილები დაიკავეს.


-- კესო სამოთხეში ვარ თუ მეჩვენება?!?!- იკითხა ერეკლემ და მაგიდას გადახედა.

-- გეჩვენება ერეკლე გეჩვენება.- ჩაიცინა კესომ.

-- ოხ ეს ყველაფერი ისე გემრიელად გამოიყურება...- წამოიკრუსუნა ტასომ.

-- ღმერთო კუჭი უკვე დედას მაგინებს!- თქვა დათამ და ყველას გაეცინა.

-- რას ელოდებით მერე? საყურებლად კი არ მომიმზადებია.- გაეღიმა კესოს და თავი გააქნია.



-- ჰოდა შევესიეთ!- თქვა თუ არა თორნიკემ ყველამ მაშინვე დაიწყეს ჭამა.

-- ჩემი საყვარელი წვნიანი!- წამოიძახა თორნიკემ და კესოს გადაეხვია.

-- ნუ მეაფერისტები ეხლა!- თავი დაიფასა კესომ და თან გადაიხარხარა.


ისე გემრიელად მიირთვეს და იმდენი ჭამეს, უკვე ვეღარც დადიოდნენ. კესო კი სიცილისგან ძვლივს მოაბრუნეს. საჭმლის მომზადება მისი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა და გაუკვირდა ასე ძალიან რომ მოეწონა ყველას მისი მომზადებული საჭმელები.

თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ყველა კმაყოფილი დარჩა.


-- აბა დღეს რა გეგმები გვაქვს?- იკითხა ელენემ.

-- რაზე რა გეგმები გვაქ?- გაიკვირვა ალექსანდრემ.



Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now